რა ღირს ვებსაიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვის 2023 წელს?

საშუალოდ, მცირე ბიზნესი საიტის შესაქმნელად ₾2000-დან ₾10000-მდე ხარჯავს. მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის ღირებულება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: გვერდების რაოდენობა, ფუნქციონალი, დიზაინი და გამოყენებული ტექნოლოგია.
თქვენი ვებგვერდი თქვენი ბიზნესის ონლაინ ვიტრინაა, მიუხედავად იმისა, ონლაინ მუშაობთ, ოფლაინ, თუ ორივე მიმართულებით. ამიტომაც მნიშვნელოვანია პროფესიონალურ ვებ-დეველოპმენტში ინვესტირება.

სტატიაში განვიხილავთ:
- რისთვის სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი
- რა ღირს მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნა 2023 წელს
- გასათვალისწინებელი დამატებითი ხარჯები
რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი
იცოდით, რომ ადამიანების 70% ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, სანამ პროდუქტის შეძენას ან მასთან ვიზიტს გადაწყვეტს? მცირე ბიზნესის ვებსაიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და თქვენი ბიზნესის გასაზრდელად.
განვიხილოთ კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ ღირს კარგ ვებსაიტში ინვესტიციის ჩადება.
ვებსაიტი გეხმარებათ, რომ მეტმა მომხმარებელმა აღმოგაჩინოთ
სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს სასურველი პროდუქტებისა და მომსახურების მოსაძებნად. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრს სურს, ონლაინ მოიძიოს ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ, სანამ პროდუქტის შეძენას ან თქვენთან ვიზიტს გადაწყვეტს.
თქვენი ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნით, თქვენს ონლაინ ხილვადობას გაზრდით. ეს კი საშუალებას მისცემს მეტ ადამიანს, აღმოაჩინოს თქვენი კომპანია, როდესაც ონლაინ თქვენს პროდუქტებს ან მომსახურებას ეძებს.
ვებგვერდი აუდიტორიის ნდობას ზრდის
ნდობა დიდ როლს თამაშობს, როდესაც მომხმარებელი წყვეტს, შეიძინოს თუ არა პროდუქტი ან ისარგებლოს თუ არა მომსახურებით. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, რომ თქვენი პროდუქტი ან მომსახურება მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ან რომ თქვენ მისთვის საჭირო გამოსავალს შესთავაზებთ, ის, სავარაუდოდ, თქვენს კონკურენტს აირჩევს.
საიტი ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თქვენი ვებგვერდი შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული მომხმარებლების შეფასებების საჩვენებლად, თქვენ მიერ მიღებული ჯილდოებისა და მიღწევების წარმოსაჩენად და თქვენი კომპანიის, პროდუქტებისა თუ მომსახურების შესახებ მეტი ინფორმაციის გასაზიარებლად.
ვებსაიტი გაყიდვებში გეხმარებათ
დღეს ადამიანებს, როგორც არასდროს, პროდუქტებისა და მომსახურების ონლაინ შეძენა ურჩევნიათ. როდესაც თქვენი მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტს ქმნით, პოტენციურ მომხმარებლებს საშუალებას აძლევთ, სწრაფად და მარტივად შეიძინონ თქვენი პროდუქცია ონლაინ ან დაგიკავშირდნენ მომსახურებასთან დაკავშირებით.
მაგალითად, თუ ელექტრიკოსი ხართ, შეგიძლიათ თქვენს ვებსაიტზე დაამატოთ ონლაინ საკონტაქტო ფორმა, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, სწრაფად დაგიკავშირდნენ და თქვენი მომსახურებით დაინტერესდნენ.
ხოლო თუ ყიდით პროდუქტებს, როგორიცაა ტანსაცმელი ან თავის მოვლის საშუალებები, შეგიძლიათ თქვენს ვებსაიტზე შექმნათ პროდუქტების კატალოგი. ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ შეფასებებს, პროდუქტის დეტალურ აღწერას და, საბოლოოდ, უსაფრთხოდ შეიძინონ პროდუქტი ონლაინ.
რა ღირს ვებსაიტი ბიზნესისთვის 2023 წელს?
მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება 2000-დან 10000 ლარამდე მერყეობს. ამ ფასში შედის საიტის დიზაინი და დეველოპმენტი. საბოლოო ღირებულება კი დამოკიდებულია მის მოცულობაზე, ფუნქციონალსა და სირთულეზე.
თქვენ უკვე იცით მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება, მაგრამ რა განაპირობებს ამ ფასს?
მცირე ბიზნესის ვებ-დიზაინის ფასს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთაგან ბევრი აუცილებელია. მაგალითად, ვებსაიტის შექმნის ხარჯები თითქმის ყოველთვის მოიცავს ამ შვიდ კომპონენტს:
| დასახელება | ფასი |
|---|---|
| დომენის სახელი | ₾0.95-₾12 / წელი |
| ჰოსტინგი | ₾24-₾120 / წელი |
| SSL სერტიფიკატი | ₾0-₾1500 / წელი |
| დიზაინი | ₾2000 – ₾15,000 |
| გვერდები | ₾1000 – ₾5000 |
| ფუნქციონალი | ₾2000 – ₾25,000 |
| სამართავი პანელი | ₾2000 – ₾25,000 |
მცირე ბიზნესის ვებსაიტის დამატებითი ხარჯები
ახლა, როდესაც იცით პასუხი კითხვაზე, “რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?”, განვიხილოთ სხვა დამატებითი ხარჯებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.
დანამატები
დანამატებით შეგიძლიათ თქვენს ვებსაიტზე უამრავი ფუნქციის დამატება, როგორიცაა: საკონტაქტო ფორმები, ცხრილები, მომხმარებელთა შეფასებები და სხვა. დანამატის ღირებულება კი მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ვებ-დიზაინერი
თუ დიზაინის გამოცდილება არ გაქვთ ან შტატში არ გყავთ ვებ-დიზაინერი, შესაძლოა, დაგჭირდეთ დიზაინერის ან ვებ-დიზაინის სააგენტოს დაქირავება.
ბევრი ვებ-დიზაინერი და სააგენტო თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად საკუთარ პირობებს შემოგთავაზებთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ რამდენიმე მათგანს ერთმანეთს შეადარებთ, რათა თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო ვარიანტი იპოვოთ.
SEO
თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი საძიებო სისტემებში (როგორიცაა Google ან Bing) ადვილად იძებნებოდეს, აუცილებელია SEO სტრატეგიაში ინვესტირება. SEO მოიცავს ვებსაიტის სხვადასხვა ელემენტის ოპტიმიზაციას, როგორიცაა: გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე, ბმულების აგება, შინაარსის შექმნა და სხვა.
და ბოლოს, მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული — დიზაინის მოთხოვნებიდან დაწყებული, აუცილებელი ფუნქციონალით დამთავრებული. ამიტომ, ვებ-დეველოპმენტის საბოლოო ფასი და დამზადების ვადები დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მოლაპარაკების შედეგად დგინდება.
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.