მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ვებ დიზაინი თუ ვებ საიტის დამზადება – რომელი გჭირდებათ?

დეველოპმენტი·11 თებერვალი, 2023·3 წთ
ვებ დიზაინი თუ ვებ საიტის დამზადება – რომელი გჭირდებათ?

უბრალოდ არსებული ვებსაიტის განახლება გსურთ თუ ახლის შექმნა? შესაძლოა, გაინტერესებთ, რა განსხვავებაა ვებდიზაინსა და ვებსაიტის დამზადებას შორის. ეს ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ტერმინი ხშირად დაბნეულობას იწვევს. როცა თქვენი ვებსაიტისთვის კონკრეტული სერვისი გჭირდებათ, აუცილებელია იცოდეთ, ვინ უნდა დაიქირაოთ — დიზაინერი თუ დეველოპერი. ჩვენ დაგეხმარებით იმის გარკვევაში, თუ რა გჭირდებათ — ვებდიზაინი თუ ვებ-დეველოპმენტი — და აგიხსნით განსხვავებას ამ ორს შორის.

ვებდიზაინისა და ვებსაიტის დამზადების ზოგადი აღწერა

რა არის ვებდიზაინი?

ვებდიზაინი თქვენი ვებსაიტის ესთეტიკურ მხარესა და მის ფუნქციურ ნაწილებს (მოდულებს) მოიცავს, რომლებიც ერთად თქვენი ბიზნესისთვის წარმატებულ სივრცეს ქმნის. ვებდიზაინერი ვებსაიტს კი არ აწყობს, არამედ იყენებს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა Photoshop და Illustrator, რომ საიტის გვერდებისა და სხვადასხვა მოდულის ვიზუალური პროტოტიპი შექმნას.

ეს არა მხოლოდ კარგ წარმოდგენას გიქმნით, თუ როგორი იქნება თქვენი ვებსაიტის დიზაინი, არამედ გადამწყვეტი „საშენი მასალაა“ დეველოპერებისთვის, როცა ისინი ვებსაიტის აწყობას იწყებენ. ეს ასევე გაძლევთ შანსს, რომ დიზაინზე უკუკავშირი მიიღოთ და თქვენს დიზაინერს უთხრათ, რა მოგწონთ, რა — არა, და რისი დამატება ან ამოღება გსურთ არსებული მაკეტიდან. კომპანიის დაქირავება, რომელსაც ვებდიზაინერებიც ჰყავს და დეველოპერებიც, ვიზუალურად მიმზიდველი ვებსაიტის შესაქმნელად საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რა არის ვებ-დეველოპმენტი?

თუ ვებდიზაინერი თქვენი ვებსაიტის გარეგან, ესთეტიკურ მხარეს ქმნის, ვებ-დეველოპერი სწორედ ისაა, ვინც ამ დიზაინს ფუნქციონალს სძენს. მაგალითად, თუ დიზაინში მთავარ გვერდზე სამი ღილაკია, ეს ღილაკები საიტზე სწორად უნდა იყოს დაპროგრამებული, რათა მომხმარებლის დაჭერაზე სათანადოდ რეაგირებდეს. იგივე ითქმის თქვენს ვებსაიტზე არსებულ ყველა სხვა ელემენტზეც, იქნება ეს საკონტაქტო ფორმა, სანავიგაციო პანელი თუ ტექსტში ჩასმული უბრალო ჰიპერბმული.

ვებ-დეველოპერის ამოცანაა პროტოტიპის „გაცოცხლება“ და ვებსაიტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. დეველოპერები მუშაობენ კონტენტის მართვის სისტემებზე (CMS), როგორიცაა, მაგალითად, WordPress ან Joomla, თუმცა მათ ვებსაიტის ნულიდან აწყობაც შეუძლიათ ისეთი ენების გამოყენებით, როგორებიცაა HTML, PHP და CSS.

ვებ დიზაინი vs ვებ საიტის დამზადება
დიზაინერი vs დეველოპერი

შეჯამება: ვებდიზაინი vs ვებსაიტის დამზადება

თუ ვებ-სივრცეში ახალი ხართ ან უბრალოდ არსებული ვებსაიტის განახლება გსურთ, შესაძლოა, იბნევით, როდის უნდა ეძებოთ ვებდიზაინერი და როდის — დეველოპერი.

დავუშვათ, ახალ ვებსაიტს ქმნით:

თქვენს ახალ ვებსაიტს სჭირდება:თქვენ უნდა დაიქირაოთ:
ვინმე, ვინც საიტისთვის ფონტისა და ტიპოგრაფიის შერჩევაში დაგეხმარებათვებ დიზაინერი
ვინმე, ვინც თქვენი იდეების ვიზუალიზაციას შექმნისვებ დიზაინერი
ვინმე, ვინც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, შესაძლებელია თუ არა სასურველი ფუნქციონალის დანერგვავებ დეველოპერი
ვინმე, ვინც დიზაინის მიხედვით საიტის პირველად ვერსიას ააწყობსვებ დეველოპერი
ვინმე, ვინც აგიხსნით განსხვავებას CMS-სა და HTML-ს შორისვებ დეველოპერი
ვინმე, ვინც დაგეხმარებათ ვებსაიტის ფერთა პალიტრის შერჩევაშივებ დიზაინერი
ვინმე, ვინც მთავარი გვერდის ვიზუალის შემუშავებაში დაგეხმარებათვებ დიზაინერი

ახლა კი დავუშვათ, რომ უკვე გაქვთ ვებსაიტი და გსურთ:

თქვენს არსებულ ვებსაიტს სჭირდება:თქვენ უნდა დაიქირაოთ:
CMS-დან HTML-ზე გადართვა ან პირიქითვებ დეველოპერი
ბრენდის იდენტობის განახლებავებ დიზაინერი
საიტზე ფორმის ან ღილაკის ფუნქციონალის გამართვავებ დეველოპერი
ახალი გრაფიკული ელემენტები საიტისთვისვებ დიზაინერი
სხვადასხვა გვერდზე გადამისამართებების დაყენებავებ დეველოპერი
ტრენინგი საიტის ფუნქციონალის მართვაზევებ დეველოპერი
სერვერზე ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორებავებ დეველოპერი

გუნდის დაქირავება ვებსაიტის შესაქმნელად ან განსაახლებლად

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან გავმიჯნეთ, ეს არ ნიშნავს, რომ დიზაინისა და დეველოპმენტის კომპანიები ცალ-ცალკე უნდა დაიქირაოთ. პირიქით, გირჩევთ, დაიქირაოთ სააგენტო, რომელიც ორივე მომსახურებას კომპლექსურად გთავაზობთ. აი, რამდენიმე უპირატესობა, რომელიც ვებდიზაინერისა და დეველოპერის ერთ გუნდად დაქირავებას აქვს:

  • ისინი ერთად მუშაობენ, რათა თქვენი ვებგვერდი ვიზუალურადაც და ფუნქციურადაც გამართული იყოს
  • მათ შორის კომუნიკაცია მარტივია, რადგან ერთი გუნდის წევრები არიან
  • ხშირად, ასეთი გუნდები სხვა მარკეტინგულ სერვისებსაც გთავაზობენ, რაც ვებსაიტის პოტენციალის სრულად გამოყენებაში გეხმარებათ
  • ორი ან მეტი საკონტაქტო პირის ნაცვლად, გეყოლებათ ერთი, კონკრეტული მენეჯერი

გირჩევთ, მოძებნოთ კომპანია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში გთავაზობთ, როგორიცაა ჩვენი გუნდი — Samsiani, რათა ვებდიზაინისა და დეველოპმენტის პროცესში უწყვეტი და ხარისხიანი კომუნიკაცია გქონდეთ.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.