მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები

Uncategorized·26 მაისი, 2018·3 წთ
ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები

ციფრული მარკეტინგი – რასთან გვაქვს საქმე?

ციფრული მარკეტინგი – ეს არის გაცხარებული შეჯიბრი აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად და დასამახსოვრებლად. თუ გსურთ, ციფრულ ბაზარზე კონკურენცია გაუწიოთ და აუდიტორიის ლოიალობა დაიმსახუროთ, უნდა იპოვოთ გზა, რომ თქვენი კონტენტი აუდიტორიის თითოეული წევრისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახადოთ.

დღეს თქვენი კონტენტ მარკეტინგისთვის ახალი ხერხების მოსინჯვა მარტივია. არსებობს ბევრი მცირე მეთოდი, რომლებიც შეგიძლიათ დღესვე სცადოთ კონტენტის ხარისხისა და, შესაბამისად, აუდიტორიასთან წვდომის გასაუმჯობესებლად.

გთავაზობთ მარკეტერის მიერ მომზადებულ სტატიას

გააზიარეთ თქვენი პირადი გამოცდილება

ადამიანებს ფაქტების მიღება ბევრი წყაროდან შეუძლიათ, თუმცა თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ მხოლოდ თქვენგან თუ გაიგებენ. დაამყარეთ კავშირი აუდიტორიასთან უნიკალური გამოცდილების გაზიარებით. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიამ მიიღოს ინფორმაცია, რომელშიც თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ და კომპანიის „შიდა სამზარეულოსაც“ აჩვენებთ — ისეთი ემოციით, როგორსაც მხოლოდ მშრალი ფაქტებით ვერ გადმოსცემდით.

დახვეწეთ პუბლიკაციის პარამეტრები

იმისთვის, რომ კონტენტით მკითხველი მიიზიდოთ, გამოსაქვეყნებლად სწორი დრო უნდა შეარჩიოთ — ანუ დრო, როცა აუდიტორიის უმეტესობა ონლაინ არის. იმის მიხედვით, თუ სად იმყოფებიან ისინი (მაგალითად, სამსახურში) და რას ათვალიერებენ (ვთქვათ, Facebook-ის სიახლეების ზოლს), მათთან საუბარიც განსხვავებულად შეგიძლიათ.

შეისწავლეთ ის პუბლიკაციები, რომლებსაც თქვენი აუდიტორია ეცნობა, რათა უკეთ გაიცნოთ ისინი. რა მოცულობის ტექსტების კითხვას ანიჭებენ უპირატესობას? რომელი მასალა იმსახურებს ყველაზე მეტ გამოხმაურებას? რა ტიპის კონტენტს აზიარებენ ისინი საკუთარ „თაიმლაინზე“?

მიანიშნეთ, რომ „გაგრძელება იქნება“ — შექმენით უწყვეტობისა და თანმიმდევრულობის განცდა

რა თქმა უნდა, ერთ პუბლიკაციაში თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ვერ ჩაატევთ და არც უნდა ეცადოთ. მნიშვნელოვანია, აუდიტორიას მიაწოდოთ საჭირო და ღირებული ინფორმაცია, რომელიც თქვენს გამოცდილებას ეფუძნება. მოუყევით ის, რაც მათ დააფიქრებთ და შემდეგ, ყველაზე საინტერესო ადგილას შეწყვიტეთ თხრობა, რათა მკითხველი გაგრძელებას და თქვენი ბრენდისგან მეტს ელოდოს.

რა თქმა უნდა, მკითხველი არც უყურადღებოდ უნდა დატოვოთ და დაპირებული გაგრძელებაც უნდა შესთავაზოთ. მიეცით მას საშუალება, ისწავლოს მეტი რელევანტური, ღირებული კონტენტით, რომელიც დამატებით, სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის. თუმცა, ბმულების შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.

აუდიტორიას სურს კონტენტი, რომელიც სავსეა ორიგინალური, ექსპერტული ინსაიტებით, თუმცა ერიდება სარეკლამო შინაარსს. ამიტომ, დარწმუნდით, რომ ტექსტში ჩასმული ბმულები თქვენს აუდიტორიას არ დააფრთხობს.

ექსპერიმენტები მულტიმედიით

აუდიტორიას უყვარს ვიდეოები. დროა, მულტიმედია კონტენტის იგნორირებას თავი დავანებოთ და ვისწავლოთ, როგორ ჩავრთოთ ის ჩვენს სტრატეგიაში. ვიდეო კონტენტის შესაქმნელად სკორსეზედ გახდომა არ არის აუცილებელი — ამაში უამრავი ინსტრუმენტი დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, აუდიტორია ყოველ ჯერზე სულაც არ ელის თქვენგან უმაღლესი ხარისხის ვიდეოს. მთავარია, თქვენი ვიდეო ავთენტურ ისტორიას ჰყვებოდეს და ხიბლავდეს მნახველს. ნუ შეგეშინდებათ, გასცდეთ სტანდარტული ვიდეოს ფარგლებს. როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ აუდიო, რომ აუდიტორიას მიწვდეთ?

შეგიძლიათ, თქვენი გამოცდილების გასაზიარებლად ინფოგრაფიკა შექმნათ? ყველა აუდიტორია განსხვავებულია და სხვადასხვა ბრენდისგანაც განსხვავებული მოლოდინი აქვს. გამოსცადეთ სხვადასხვა ფორმატი, რათა თქვენი აუდიტორიის კონკრეტული პრეფერენციები დაადგინოთ.

არ დაგავიწყდეთ კონტენტის განაწილება

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგია თქვენი კონტენტი, თუ მას არავინ ნახულობს. ამასთან, მხოლოდ ნახვადობა მიზნის მიღწევას სულაც არ ნიშნავს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ საჭირო მესიჯები თქვენს სამიზნე აუდიტორიას მიაწოდოთ.

კონტენტის შემუშავებისას, მისი დისტრიბუციის გეგმაც გაითვალისწინეთ. შეადგინეთ პუბლიკაციების განრიგი ან კალენდარი — ეს თქვენს სტრატეგიას თანმიმდევრულობას შესძენს და აუდიტორიას შეგინარჩუნებთ, რადგან მათ თქვენგან სიახლის მისაღებად დიდი ხნით ლოდინი არ მოუწევთ.

იხილეთ ჩვენი სხვა ბლოგ-პოსტებიც კონტენტის შექმნასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

წყარო: marketer.ge

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.