მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

ბიზნესი·28 ოქტომბერი, 2021·6 წთ
რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტი ონლაინ ვიტრინის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, მუშაობთ ონლაინ, ოფლაინ თუ ორივეგან, პროფესიონალურ ვებსაიტში ინვესტირება მნიშვნელოვანია. მაშ, რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

საშუალოდ, მცირე ბიზნესი საიტის შექმნაზე ₾2000-დან ₾10000-მდე ხარჯავს. თქვენი ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის ღირებულება მის მახასიათებლებზე იქნება დამოკიდებული. უფრო მეტი ფუნქციონალის ან მორგებული კომპონენტების მქონე ვებსაიტები, როგორც წესი, უფრო ძვირია სირთულის გამო.

გსურთ, გაიგოთ მეტი, თუ რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

გაითვალისწინეთ:

  • რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი ვებ დეველოპმენტის ხარჯებს
  • გამოვიყენოთ მზა ძრავი თუ შევქმნათ ვებსაიტი ნულიდან
  • რამდენი გამოვყოთ ვებსაიტის ტექნიკური ხარჯებისთვის

თუ თქვენი მცირე ბიზნესისთვის საიტის შექმნის ღირებულების სწრაფი (და ზუსტი) შეფასება გსურთ, დაგვიკავშირდით და გაიარეთ უფასო კონსულტაცია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პორტფოლიო, რომელიც უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი მუშაობის ხარისხსა და სტილზე.

რა არის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება მცირე ბიზნესისთვის?

მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება 2000-დან 10000 ლარამდე მერყეობს. ეს საშუალო ფასი მოიცავს დომენის სახელის, ვებსაიტის ჰოსტინგის, დიზაინისა და დეველოპმენტის ღირებულებას. თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად საჭირო რესურსების რაოდენობა დამოკიდებულია მის მოცულობაზე, მახასიათებლებსა და სირთულეზე.

7 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებზე

რა თქმა უნდა, უკვე იცით, საშუალოდ რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის, მაგრამ რა ფაქტორები განსაზღვრავს ამ ფასს? მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებზე საუბრისას, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ბევრი აუცილებელია.

მაგალითად, ვებსაიტის შექმნის ხარჯები თითქმის ყოველთვის მოიცავს ამ შვიდ კომპონენტს:

მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ღირებულებაღირებულება
დომენის სახელი₾30-$16/ წელი
ჰოსტინგი₾60-$220 / წელი
SSL სერტიფიკატი₾0-$1500 / წელი
დიზაინი₾2000 – ₾15,000
გვერდები₾1000 – ₾5000
ფუნქციონალი₾2000 – ₾25,000
სამართავი პანელი (CMS)₾2000 – ₾25,000

დომენის სახელი: ₾30-$16/წელი

თქვენი დომენის სახელი ონლაინ მისამართს ჰგავს. მაგალითად, Apple-ის ვებსაიტი განთავსებულია apple.com-ზე – apple.com ამ ტექნოლოგიური გიგანტის დომენის სახელია. როგორც წესი, კომპანიის სახელის შესაბამის დომენს ყიდულობენ, როგორც ეს Apple-ის შემთხვევაშია.

დომენის ფასი, როგორც წესი, ₾30-დან $16-მდე მერყეობს. გლობალური დაბოლოების (.com, .net, .org) მქონე დომენების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა GoDaddy, HostGator და Dreamhost. .ge დომენის შეძენა შეგიძლიათ ქართულ პროვაიდერებთან, მაგალითად: Cloud9, Registrator, Grena და სხვა. თუ თქვენთვის სასურველი დომენის სახელი დაკავებულია, შეიძლება ალტერნატიული ვარიანტის არჩევა მოგიწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ დომენის სახელის არსებულ მფლობელს მიმართოთ, ეს ვარიანტი, როგორც წესი, უფრო ძვირი ჯდება.

ჰოსტინგი: ₾60-$220/წელი

თუ დომენის სახელი თქვენს ონლაინ მისამართს ჰგავს, ვებსაიტის ჰოსტინგი თქვენი ონლაინ ენერგიის წყაროა. ვებსაიტის ჰოსტინგი გჭირდებათ, თუ გსურთ, თქვენი საიტი ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომი გახადოთ. რეალურად, ჰოსტინგი არის თქვენი ვებსაიტისთვის გამოყოფილი სივრცე და ინსტრუმენტების ნაკრები ინტერნეტთან დაკავშირებულ სერვერზე, რომელიც საიტს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

ვებსაიტის ჰოსტინგის ფასები წელიწადში ₾60-დან $24000-მდე მერყეობს. მცირე ბიზნესისთვის ამ კომპონენტის დანახარჯები შედარებით მცირეა. მაგალითად, მცირე ვებსაიტების უმეტესობა იყენებს საერთო ჰოსტინგს, რომელიც წელიწადში დაახლოებით ₾60-დან $220-მდე ღირს.

ბიუჯეტურ ჰოსტინგ პაკეტებს უფრო შეზღუდული სერვერული რესურსი აქვს, მაგრამ, უმეტესწილად, კარგად მუშაობს მცირე საიტებზე, რადგან მათ ნაკლები რესურსი სჭირდებათ.

თუ აღმოაჩენთ, რომ მეტი სერვერული რესურსი გჭირდებათ, მაგალითად, საიტის შენელების გამო, თქვენი პაკეტის განახლება ყოველთვის შეგიძლიათ.

SSL სერტიფიკატი: ₾0-$1500/წელი

Secure Sockets Layer (SSL) სერტიფიკატი თქვენს ვებსაიტსა და მისი ვიზიტორების მონაცემებს იცავს.

ის სავალდებულო არ არის, თუმცა, ბიზნესების უმეტესობა SSL სერტიფიკატს აუცილებლად მიიჩნევს. ეს ერთგვარი ნდობის სიგნალია, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს უბიძგოს, შეავსოს თქვენი საკონტაქტო ფორმა ან შეიძინოს პროდუქტი. SSL სერტიფიკატები ასევე იცავს მომხმარებლის მონაცემებს ჰაკერებისგან, რაც, თავის მხრივ, თქვენს ბიზნესსა და ბრენდს იცავს.

ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს კომპანიას SSL სერტიფიკატის უფასოდ მიღებაც შეუძლია.

თქვენი ვებ ჰოსტინგის პაკეტი შეიძლება SSL სერტიფიკატს სხვა ინსტრუმენტებთან ერთად შეიცავდეს. თუმცა, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის SSL სერტიფიკატის შეძენა, რომლის ღირებულებაც შეიძლება წელიწადში $1500-მდე აღწევდეს.

დიზაინი: ₾2000 – ₾15,000

როდესაც საქმე მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებს ეხება, დიზაინი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. თქვენს კომპანიას შეიძლება მარტივი ვიზუალი ერჩივნოს, სხვას კი — მაღალი დონის, რთული სტრუქტურა, რომელიც დიზაინერებისგან მეტ დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, დაგჭირდებათ რამდენიმე დიზაინი ან შაბლონი ისეთი გვერდებისთვის, როგორიცაა:

  • საწყისი გვერდი
  • პროდუქტის ან სერვისის გვერდი
  • საკონტაქტო გვერდი

ამიტომ ვებსაიტის დიზაინის ღირებულება შეიძლება ₾2000-დან ₾15000-მდე მერყეობდეს.

უმეტეს შემთხვევაში, მცირე ბიზნესის ვებსაიტის დიზაინის ღირებულება $15,000-ს არ აღწევს.

ვებ დეველოპმენტის სააგენტოებთან შეხვედრისას დიზაინის ხარჯების შესახებ იკითხეთ. მოითხოვეთ მაგალითები, თუ როგორ გამოიყურება მაღალი დონისა და მარტივი დიზაინი. ეს დაგეხმარებათ, შეადგინოთ რეალისტური ბიუჯეტი თქვენი ბიზნესისთვის.

გვერდები: ₾1000 – ₾5,000

გვერდების რაოდენობა ვებსაიტის მოცულობის ერთ-ერთი საზომია.

მაშინ, როცა ელექტრონული კომერციის მაღაზიას შეიძლება 100-ზე მეტი გვერდი ჰქონდეს, სერვისზე დაფუძნებულ კომპანიას, შესაძლოა, 10-ზე ნაკლები ჰქონდეს. ამ გვერდების დიზაინსა და შექმნას დრო სჭირდება, მაშინაც კი, თუ გვერდები ერთსა და იმავე განლაგებას იყენებენ.

მაგალითად, ელექტრონული კომერციის მაღაზიას შეიძლება 50 პროდუქტის გვერდი ჰქონდეს. პროდუქტის ამ გვერდებზე ერთი და იგივე დიზაინის შაბლონი გამოიყენება. თუმცა, მათი შექმნისას დეველოპერმა უნდა ატვირთოს სურათები, ვიდეოები და სხვა კონტენტი, ასევე შეამოწმოს გვერდების ფუნქციონირება. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, ამიტომაცაა, რომ მეტი გვერდის მქონე ვებსაიტი უფრო ძვირია.

გვერდების შექმნის ღირებულება შეიძლება ₾1000-დან ₾5000-მდე მერყეობდეს. როგორც წესი, ვებ დეველოპმენტის სააგენტოები გვერდებს რაოდენობრივი კატეგორიების მიხედვით აფასებენ, მაგალითად, 1-დან 10 გვერდამდე ან 10-დან 20 გვერდამდე. მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესს 8 გვერდი სჭირდება, თქვენ 1-დან 10-გვერდიან კატეგორიაში მოხვდებით და ამ კატეგორიისთვის დაწესებულ ფასს გადაიხდით.

ფუნქციონალი: ₾2000 – ₾25,000

საიტის ფუნქციონალი უამრავ მახასიათებელს მოიცავს. მათი უმეტესობა ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებზეა ფოკუსირებული. თუ თქვენს კომპანიას სურს, მიიღოს ონლაინ გადახდები ან შეკვეთები, გაითვალისწინეთ ფუნქციონალის ხარჯები თქვენი მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ბიუჯეტში.

მაშინაც კი, თუ ისეთ მომსახურებას ეწევით, როგორიცაა გამწვანება, სანტექნიკა ან სახლის მოვლა, საიტზე ონლაინ გადახდების დანერგვა მაინც ღირს. ბევრი მომხმარებლისთვის ონლაინ გადახდები დამატებით კომფორტს ქმნის. თუ თქვენი ბიზნესის საიტი ონლაინ გადახდებს იღებს, ეს შეიძლება თქვენს უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობად იქცეს და მეტი კლიენტის მოზიდვაში დაგეხმაროთ.

ვებსაიტისთვის სხვადასხვა ფუნქციონალური მოდულის შექმნის ღირებულება ₾2000-დან ₾25000-მდე მერყეობს.

მცირე ბიზნესის შემთხვევაში, ფუნქციონალის ხარჯები, სავარაუდოდ, ამ დიაპაზონის ქვედა ზღვართან იქნება. ეს იმიტომ, რომ პატარა ვებსაიტებს არ სჭირდებათ მძლავრი გადახდის სისტემები და რთული ფუნქციონალი, როგორიც, მაგალითად, Amazon-ის მსგავს დიდ საიტებს აქვთ.

სამართავი პანელი (CMS): ₾2000 – ₾25,000

CMS (Content Management System), როგორებიცაა, მაგალითად, WordPress, WooCommerce, Drupal, Magento, თქვენი საიტისთვის ფასდაუდებელი ინსტრუმენტია.

CMS არის პროგრამული უზრუნველყოფის ტიპი, რომელიც თქვენს ბიზნესს საშუალებას აძლევს, მომავალში კოდირების ცოდნის გარეშე მართოს და განაახლოს ვებგვერდის შინაარსი.

ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის

CMS-ის დახმარებით, თქვენს კომპანიას შეუძლია მარტივად დაარედაქტიროს და განაახლოს ვებგვერდი. მაგალითად, თუ სერვისის ან პროდუქტის ფასის შეცვლა გსურთ, შეგიძლიათ მარტივად შეხვიდეთ თქვენს CMS-ში და ცვლილება დეველოპერთან დაკავშირების გარეშე განახორციელოთ.

საშუალოდ, CMS ₾2000-დან ₾25000-მდე ღირს.

უმეტეს შემთხვევაში, CMS-ში ჩასადები ინვესტიციის მოცულობა დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ CMS-სა და პერსონალიზაციის დონეზე. თუ დეველოპერების გუნდი მეტ დროს ხარჯავს თქვენი CMS-ის შექმნასა და დამუშავებაზე, ლოგიკურია, რომ თქვენი CMS უფრო ძვირი დაჯდება.

შექმნა დამოუკიდებლად VS პროფესიონალების დახმარებით

მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნაზე დასახარჯი რესურსების მოცულობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თავად შექმნით მას თუ პროფესიონალური ვებ დეველოპმენტის სააგენტოს დაიქირავებთ. როგორც წესი, ვებსაიტის დამოუკიდებლად შექმნა ₾0-დან ₾600-მდე ჯდება, პროფესიონალების მიერ კი — ₾2000-დან ₾10000-მდე.

ვებსაიტის დამოუკიდებლად შექმნა შეიძლება ეკონომიურ ვარიანტად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს, მათ შორის:

  • ყველა სამუშაო თავად უნდა შეასრულოთ, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს თქვენი საიტის დასრულება და გაშვება
  • თავად უნდა ისწავლოთ თქვენი საიტის ტექნიკური მართვა და პრობლემების მოგვარება
  • უნდა დააკმაყოფილოთ ყველა ის სტანდარტი, რომელიც მომხმარებლის ინფორმაციის დაცულობასა და საიტის უსაფრთხოებას ეხება

მიუხედავად იმისა, რომ ვებსაიტის დამოუკიდებლად შექმნისას შეიძლება ერთჯერადად ნაკლები თანხა დაგეხარჯოთ, თქვენი დროის რესურსსაც ხარჯავთ. დრო დაგჭირდებათ, რომ ისწავლოთ ვებსაიტის შესაქმნელი ინსტრუმენტების გამოყენება, გაეცნოთ მნიშვნელოვან ფაქტორებსა და დოკუმენტაციას, შეისწავლოთ ძირითადი წესები და საუკეთესო პრაქტიკა SEO-სთვის, რათა საბოლოოდ თქვენი ბიზნესისთვის ხარისხიანი პროდუქტი შექმნათ.

კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის: “მაქვს თუ არა ამისთვის დრო?”

თუ პასუხი უარყოფითია, იფიქრეთ პროფესიონალურ ვებ დეველოპმენტში ინვესტირებაზე. ვებ დეველოპერების გუნდს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ბიზნესს და შექმნას ლამაზი და ფუნქციონალური საიტი, რომელიც თქვენს კომპანიას ახალი მომხმარებლების მოზიდვაში დაეხმარება. დროთა განმავლობაში, თქვენი ინვესტიცია ვებ დეველოპმენტის სერვისებში უფრო და უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.