მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

Google 2022 – მორიგი დიდი განახლება

SEO·15 სექტემბერი, 2022·2 წთ
Google 2022 – მორიგი დიდი განახლება

“Google 2022” დაიწყო! Google Search-მა წლის მეორე ძირითადი განახლება გამოუშვა. 2022 წლის სექტემბრის განახლება საძიებო სისტემის ალგორითმის ძირეულ ცვლილებებს მოიცავს. პროცესი 2022 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 11:25 საათზე დაიწყო და მის სრულად ასახვას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება.

ეს განახლება იმ დაანონსებული ცვლილებების ერთგვარი გაგრძელებაა, რაც Google-მა ცოტა ადრე დაიწყო. ამ სიახლის ირგვლივ მთელ ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟია, რადგან ბევრი რამ დაზუსტებით არ ვიცით. ასევე უცნობია, რა შედეგებს მოუტანს კონტენტს ეს ცვლილებები, რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო და რა ოპერატიულობა გახდება აუცილებელი.

Google 2022

ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს Google-მა რაღაც გაურკვეველი დააანონსა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ამის დასტურია წინა განახლებებიც, რომლებიც ყოველთვის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

გაურკვევლობასა და მითქმა-მოთქმას ის იწვევს, რომ ჯერჯერობით არ გვინახავს რეალური შედეგები — თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები სხვადასხვა ტიპის კონტენტზე, ენასა და ლოკაციაზე. ამას დრო გვიჩვენებს.

Google 2022 – ფაქტები ძირითადი განახლების შესახებ

ქვემოთ მოცემულია ძირითადი ინფორმაცია, რაც ამ ცვლილებების შესახებ ამ ეტაპზეა ცნობილი.

  • დასახელება: Google-ის 2022 წლის სექტემბრის ძირითადი განახლება.
  • გაშვება: 2022 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 23:25 საათზე.
  • ასახვა: პროცესის სრულად ასახვას დაახლოებით ერთი-ორი კვირა დასჭირდება.
  • მიზანი: განახლება ყველა ტიპის კონტენტს ეხება.
  • სანქცია: ეს არ არის სანქცია (penalty); განახლება ხარისხიანი და მოწესრიგებული ვებსაიტების დაწინაურებას ემსახურება.
  • გავრცელების არეალი: ეს გლობალური განახლებაა და ყველა რეგიონსა და ენაზე ვრცელდება.
  • გავლენა: Google-ს არ დაუკონკრეტებია, ძიების შედეგების რა პროცენტს შეეხო ცვლილება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ტიპური, ფართომასშტაბიანი განახლება შესამჩნევი გავლენით.
  • მოსალოდნელი შედეგი: ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ძიების შედეგების ჩვენების სტრატეგიას შეეხება. მეტი მნიშვნელობა მიენიჭება ისეთ ელემენტებს (მაგალითად, სნიპეტებს), რომლებიც აქამდე ნაკლებად პრიორიტეტული იყო.

ესეც ოფიციალური ტვიტი ამ მოვლენასთან დაკავშირებით:

იქნება ეს დიდი განახლება?

ამის თქმა ჯერჯერობით რთულია, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, მსგავსი განახლებები ყოველთვის შესამჩნევია და SEO სპეციალისტები, როგორც წესი, მათ შედეგად ფართომასშტაბიან ცვლილებებს ხედავენ.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.