მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

SEO·22 მაისი, 2018·3 წთ
კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

წარმატებული SEO კამპანია და კონტენტის ოპტიმიზაცია ეფექტური ქივორდების კვლევით იწყება. შესაბამისად, რამდენად კარგად გამოგდით მომგებიანი ქივორდების პოვნა?

ჩავატაროთ პატარა ტესტი:

მაგალითად, გსურთ დაწეროთ სტატია „გესთ ბლოგინგზე“. მას ასევე „გესთ პოსტინგსაც“ უწოდებენ.

ამ ორიდან რომელ ქივორდს აირჩევდით?

შეგიძლიათ ერთი და იმავე თემაზე ორი სტატია დაწეროთ, მაგრამ ისინი ფაქტობრივად იდენტური გამოვა, რაც მომხმარებლის გამოცდილებისთვის ცუდია.

სხვა რისი გაკეთება შეგიძლიათ?

რას იტყვით ამ ვარიანტებზე:

  • შეამოწმოთ ორივე ქივორდის ძიების მოცულობა და საუკეთესო შეარჩიოთ
  • შეამოწმოთ ორივე ქივორდის კონკურენცია და ნაკლებად კონკურენტული საკვანძო სიტყვა აირჩიოთ

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ვარიანტს აირჩევთ, რადგან ორივე ლოგიკურია. თუმცა, ერთ-ერთის არჩევა სულაც არ არის აუცილებელი.

რატომ?

თუ „გესთ ბლოგინგზე“ სტატიას გამოაქვეყნებთ, ავტომატურად „გესთ პოსტინგზეც“ დაირანკებით.

აი, რეალური მაგალითი, თუ როგორ ირანკება ერთი საიტი ორივე ქივორდზე: „გესთ ბლოგინგსა“ და „გესთ პოსტინგზე“.

სტატია პირველ ადგილზე ირანკება იმის მიუხედავად, რომ სათაურში, მეტა ტეგებსა და H1-ში ქივორდი „გესთ პოსტინგი“ საერთოდ არ არის ნახსენები.

როგორ არის ეს შესაძლებელი?

საძიებო სისტემების ალგორითმები შეიცვალა — მარკეტერებიც ადაპტირდებიან

ადრე გამოცდილი SEO-სპეციალისტები გვირჩევდნენ, რომ სტატია მხოლოდ ერთ ქივორდზე ყოფილიყო გათვლილი.

თუმცა, დღეს საძიებო სისტემების ალგორითმები დაიხვეწა და მათ ბევრად მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლიათ.

შესაბამისად, ერთი სტატიის ოპტიმიზაცია რამდენიმე ქივორდზეა შესაძლებელი, მაშინაც კი, თუ ამ ქივორდებს სათაურში, აღწერასა და სხვაგან პირდაპირ არ ვახსენებთ.

ასეთი სტრატეგია უკვე ხარისხიანი კონტენტის სიგნალია, რადგან Google-ი ხვდება, რომ თქვენი სტატია დეტალურია და საკითხს საფუძვლიანად განიხილავს.

ჩვენს შემთხვევაში, Google-მა იცის, რომ „გესთ ბლოგინგი“ და „გესთ პოსტინგი“ ერთი და იგივეა და, შესაბამისად, ამ თემებზე ცალ-ცალკე სტატიების გამოქვეყნება საჭირო არ არის.

რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ქივორდების კვლევის შემდეგ, გადადით Google-ზე

ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა სტატიის ოპტიმიზაციას long-tail ქივორდზე აკეთებდით და რამდენიმე დღეში პირველ გვერდზე ხვდებოდით, რადგან კონკურენცია თითქმის არ არსებობდა.

ქივორდის შერჩევის შემდეგ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ Google-ში ჩაწეროთ და ნახოთ, თუ რომელ სხვა ქივორდებზე ირანკება პირველ ადგილზე მყოფი საიტი.

მაგალითი:

მაგალითად, ავიღოთ ქივორდი „blog promotion“. ამ ქივორდს თვეში 210 ძიება აქვს, ამიტომ ერთი შეხედვით შეიძლება იმდენად უმნიშვნელოდ მოგვეჩვენოს, რომ მასზე მუშაობა არც კი ღირდეს.

მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ ამ ქივორდს და ვნახოთ მისი სრული პოტენციალი:

უკვე ნათლად ჩანს, რომ „blog promotion“ უბრალო ქივორდი არ არის.

ეს ვრცელი ნიშაა, რომელსაც ტრაფიკის მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს.

გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ქივორდი „blog promotion“ კი არა, „how to promote your blog“ უნდა იყოს, რადგან მას ძიების მეტი მოცულობა აქვს.

რაში დაგეხმარებათ ასეთი კვლევა:

  • Google-ს გაუადვილებთ საქმეს, როცა სტატიაში long-tail ქივორდებსაც გამოიყენებთ.
  • იპოვით სტატიის განვითარების საინტერესო გზებს.

დასკვნა

რაც უფრო იხვეწება Google-ის ალგორითმი და უკეთ ახერხებს კონტენტის გააზრებას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი ოპტიმიზაცია. მთავარი სათქმელი კი ნათელია:

ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აქვეყნებთ, რამდენიმე ქივორდზე უნდა იყოს მორგებული.

თანამედროვე SEO სამყაროში არ უნდა დასვათ კითხვა: „როგორ დავრანკო ჩემი სტატია პირველ ადგილზე?“.

თქვენ უნდა დასვათ ასეთი კითხვა:

იმსახურებს თუ არა ჩემი სტატია პირველ ადგილზე ყოფნას?

კონკურენტების ანალიზი, ქივორდების კვლევა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით სტატიის დამუშავება საუკეთესო გზაა რანჟირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორების სწორი ოპტიმიზაციისთვის.

წყარო: smartseo.ge

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.