7 რჩევა FACEBOOK-ზე ბიზნესის განვითარებისთვის (განახლებული)

Facebook-ს 3 მილიარდზე მეტი ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავს. გარდა ამისა, სმარტფონის საშუალო მომხმარებელი ყოველი ხუთი წუთიდან ერთს Facebook-ზე ატარებს.
1985 წელს AOL-ს ოცნებად ჰქონდა, ინტერნეტში მონოპოლისტი გამხდარიყო. ნაწილობრივ, Facebook-მა ეს ოცნება რეალობად აქცია.
„მე Facebook-გვერდი მაქვს, რომელიც მხოლოდ ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაა“. სამწუხაროდ, ასე ბიზნესს ვერ განავითარებთ. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის არსებობს WhatsApp, Viber, Snapchat და სხვა მრავალი სახალისო პლატფორმა.
დიახ, კარგია, როცა მეგობრები პოსტებს გიწონებენ და მხარში გიდგანან, მაგრამ Facebook-ზე წარმატების მისაღწევად გაცილებით მეტია საჭირო.
რჩევები Facebook-ზე ბიზნესის განვითარებისთვის

1. იყავით პროფესიონალი
თქვენი Facebook-გვერდი სერიოზულად და პროფესიონალურად უნდა მართოთ, რათა ეფექტურად წარმოაჩინოთ თქვენი ბიზნესი ან ბრენდი. არასდროს გამოაქვეყნოთ ისეთი კონტენტი, რომელიც მიუღებელი იქნება თქვენი აუდიტორიისა და თანამშრომლებისთვის. განსაკუთრებით მოერიდეთ ვულგარულ პოსტებს, მაგალითად, სასმელზე, წვეულებებზე და ა.შ., რადგან სერიოზულად განწყობილ მომხმარებლებს ეს აღიზიანებთ და თქვენს გვერდსაც დატოვებენ.
2. არანაირი წუწუნი და ტირილი
აუდიტორიას არ აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება, პრობლემები და გამოწვევები. ნუ დააძალებთ მათ ასეთი პოსტების წაკითხვას — ეს არაპროფესიონალური და გაუმართლებელი ნაბიჯია.
3. მოიწონეთ კომენტარები და უპასუხეთ
მნიშვნელოვანია, მომხმარებელს უპასუხოთ, როდესაც ის თქვენს პოსტზე კომენტარს ტოვებს.
რატომ?
წარმოიდგინეთ: მომხმარებელმა წაიკითხა თქვენი პოსტი, დაფიქრდა და გადაწყვიტა, საკუთარი აზრი გაეზიარებინა. შესაძლოა, ის მოუთმენლად ელოდება თქვენს პასუხს ან სურს, დისკუსიაში ჩაერთოს, თქვენ კი მას უპასუხოდ ტოვებთ.
დამეთანხმებით, საწყენია, როცა დიდ დროს უთმობ კომენტარის დაწერას, კომპანია კი უბრალოდ გაიგნორებთ და არ გპასუხობთ (სავარაუდოდ, ასეთ დროს მეორედ ინტერაქციისგან თავს შეიკავებთ).
4. გამოიყენეთ ფოტოები
მხოლოდ ტექსტურ პოსტებს, როგორც წესი, ნაკლები ჩართულობა აქვს. ფოტოიანი პოსტი კი მეტ ყურადღებას იპყრობს და, შესაბამისად, მეტი გამოხმაურებაც მოჰყვება.
5. Timing-ი ყველაფერია
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუ დღის რომელ მონაკვეთში აქვეყნებთ პოსტებს. Facebook-ი თქვენს კონტენტს ფართო აუდიტორიას მხოლოდ იმ შემთხვევაში აჩვენებს, თუ მას გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში ბევრი მოწონება, გაზიარება და კომენტარი ექნება. ამიტომ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები და დაადგინეთ, დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე აქტიური თქვენი „fan base“.
ხოლო როდესაც ყველაზე აქტიურ საათს იპოვით, სწორედ მაშინ შესთავაზეთ აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტი.
6. იყავით საინტერესო და ინფორმაციული
კონტენტი მეფეა. კონტენტი თქვენი ფარ-ხმალია. კონტენტია ის, რაც თქვენს აუდიტორიასა და ბიზნესს ზრდის.
ამიტომ, ნუ გამოაქვეყნებთ უხარისხო, არასანდო და მხოლოდ გაყიდვაზე ორიენტირებულ პოსტებს.
ყველა თქვენი პოსტი მომხმარებელზე უნდა იყოს ორიენტირებული. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დააინტერესოთ აუდიტორია, გაზარდოთ ჩართულობა და გაუჩინოთ მათ მეტი კონტენტის ნახვის სურვილი.
7. პოსტების დასპონსორება
Facebook-ის რეკლამებით შეგიძლიათ ხმა ზუსტად შერჩეულ აუდიტორიას მიაწვდინოთ.
მაგალითად, თქვენს რეკლამას ნახავენ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ თქვენი გვერდი, ან მათი მეგობრები.
გარდა ამისა, შეგიძლიათ რეკლამა იმ მომხმარებლებსაც აჩვენოთ, რომლებიც უკვე ეწვივნენ თქვენს ვებსაიტს.
რაში გჭირდებათ ეს?
ასეთი სტრატეგიის უპირატესობა ისაა, რომ ეს ადამიანები უკვე იცნობენ თქვენს ბრენდს, რის გამოც მაღალი ჩართულობაა მოსალოდნელი. ამასთან, თქვენი ბრენდის ცნობადობაც გაიზრდება.
ეს 7 რჩევა დაგეხმარებათ, რომ თქვენმა პოსტებმა მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება დააგროვოს. წარმოაჩინეთ თქვენი ბიზნესი საუკეთესო კუთხით და გაზარდეთ აუდიტორია.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.