რა არის კარგი ვებ დიზაინი? 8 პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვათ

კარგი ვებდიზაინი გავლენას ახდენს მომხმარებლის გამოცდილებაზე, ლიდების გენერაციასა და შემოსავალზე, ამიტომ მისი კარგად დაგეგმვა აუცილებელია. ბიზნესთან პირველი შეხებისას, შთაბეჭდილების 94%-ს სწორედ ვებდიზაინი ქმნის.
მაშ, რა არის კარგი ვებდიზაინი და როგორ შევქმნათ ვებსაიტი, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს?
რატომ არის მნიშვნელოვანი საიტის კარგი დიზაინი
კარგი ვებდიზაინი აუცილებელია, რადგან ის ვიზიტორებს საიტის გამოყენებასა და ინფორმაციის პოვნას უმარტივებს. ის ქმნის მნიშვნელოვან პირველ შთაბეჭდილებას, ხაზს უსვამს თქვენს პროდუქტებსა და სერვისებს და ეხმარება ვიზიტორებს, მიაღწიონ სასურველ შედეგს. ხარისხიანი ვებსაიტი მხოლოდ ესთეტიკას არ გულისხმობს — ის სხვა ელემენტებსაც აერთიანებს.
ეფექტური ვებდიზაინი მომხმარებელს მარტივ და სასიამოვნო გამოცდილებას უქმნის. როცა თქვენი ვებსაიტი მიმზიდველია და მკაფიო მიზანი აქვს, მომხმარებლები უფრო აქტიურად თანამშრომლობენ თქვენთან.
ვიზუალური მხარე და გამოყენებადობა უნდა გაერთიანდეს, რათა შეიქმნას საიტი, რომელიც ვიზიტორებს კონვერტაციისკენ უბიძგებს. კარგი ვებდიზაინის შესაქმნელად, გაითვალისწინეთ ეს პრინციპები.

მიზანი
მომხმარებლები თქვენს ვებსაიტს კონკრეტული მიზნით სტუმრობენ — პროდუქტის შესამოწმებლად თუ თქვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. იმისთვის, რომ თქვენი ვებდიზაინი ეფექტური იყოს, ის უნდა პასუხობდეს ვიზიტორების საჭიროებებს და უბიძგებდეს მათ სასურველი ქმედებისკენ. ამისათვის თითოეულ გვერდს უნდა ჰქონდეს მკაფიო მიზანი და შეიცავდეს ქმედებისკენ მოწოდების ღილაკებს.
შექმენით მყიდველის პერსონა, რათა განსაზღვროთ თქვენი აუდიტორიის მოლოდინები და მათი ქცევა ვებსაიტზე. თითოეულ პერსონას დიზაინის კონკრეტული ელემენტები მოსწონს ან არ მოსწონს, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები საიტის შექმნის პროცესში.
სიმარტივე
თქვენს ვებსაიტზე ყველაფერი უნდა იყოს ცხადი, გასაგები და ადვილად აღსაქმელი, რათა მომხმარებლებმა მიიღონ სასურველი ინფორმაცია ან შეასრულონ სასურველი მოქმედება. მარტივი დიზაინი და ნავიგაცია ამისთვის აუცილებელი კომპონენტებია.
მთავარი ელემენტები:
- ფერი: შეარჩიეთ პალიტრა, რომელიც შეესაბამება თქვენს ბრენდს, გავლენას ახდენს მომხმარებლის ქცევაზე და სასურველ ემოციურ პასუხს იწვევს. გამოიყენეთ დამატებითი ფერები, რომლებიც თქვენი ბრენდის იდენტობას გაუსვამს ხაზს.
- შრიფტი: თქვენი ტიპოგრაფია უნდა იყოს კითხვადი, ვებისთვის მორგებული და გარჩევადი. სწორად შერჩეული შრიფტები ყურადღებას იპყრობს და თქვენი ბრენდის იდენტობას წარმოაჩენს.
- გამოსახულება: თქვენი სურათები, ილუსტრაციები, ვიდეოები და გრაფიკა თქვენი ბრენდის იდენტობას უნდა ასახავდეს და ვიზიტორების ყურადღებას კონკრეტულ ინფორმაციაზე ამახვილებდეს. ვიზუალურ მასალასა და ტექსტს შორის ბალანსი კონტენტს უფრო დასამახსოვრებელსა და მიმზიდველს გახდის.

ნავიგაცია
მარტივი, ინტუიციური და თანმიმდევრული ნავიგაცია ვიზიტორების შენარჩუნების გასაღებია. ეფექტური ნავიგაციის სტრუქტურა მოიცავს:
- საძიებო ზოლის განთავსებას
- ნავიგაციას საიტის ქვედა ნაწილში
- მენიუს მარტივ სტრუქტურას და ცოტა პუნქტს
- საკვანძო სიტყვების გამოყენებას შიდა გვერდების ბმულებში
ვიზუალური იერარქია
კარგი ვებდიზაინი ინფორმაციას პრიორიტეტების მიხედვით ალაგებს და ფოკუსური წერტილის დასადგენად ისეთ ელემენტებს იყენებს, როგორიცაა ფერი, ზომა, კონტრასტი და გამოსახულება. ვიზუალური იერარქია მნახველს ბუნებრივად მიმართავს გვერდის მთავარი შინაარსისკენ.
სტუმრები ხშირად ვებგვერდებს F-ის ფორმის შაბლონით სკანირებენ და ინფორმაციას, ძირითადად, ზედა და მარცხენა ნაწილებში ეცნობიან. სკანირების ამ ბუნებრივი პატერნის გათვალისწინება დაგეხმარებათ, მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება შეუქმნათ.
კონტენტი
კონტენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიზიტორების მოსაზიდად და მათზე ზემოქმედებისთვის. აუდიტორია აფასებს ხარისხსა და სანდოობას, ამიტომ, როცა თქვენი კონტენტი სასარგებლო და გასაგებია, ის მომხმარებელს კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებს. საიტზე მეტი ვიზიტორის მოსაზიდად და საკვანძო სიტყვების ინტეგრაციისთვის, გამოიყენეთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) პრინციპები.
მნიშვნელოვანი დეტალების ხაზგასასმელად, გამოიყენეთ მუქი (Bold) და დახრილი (Italic) შრიფტი. ჩართეთ პუნქტობრივი სიები და სათაურები, რათა მკითხველს შინაარსის სწრაფად აღქმასა და გააზრებაში დაეხმაროთ. ბევრი ვიზიტორი წაკითხვამდე გვერდს სკანირებს, ამიტომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვილად შესამჩნევი გახადეთ.
ფუნქციონალი
ვებსაიტის სტუმრობისას, მომხმარებლები გარკვეულ სტანდარტებს ელიან, მაგალითად, კლიკვადი ლოგო, რომელიც მთავარ გვერდზე აბრუნებს, ან ბმული, რომელიც კლიკის შემდეგ ფერს იცვლის. გაითვალისწინეთ ეს დამკვიდრებული პრაქტიკა, რათა თქვენს ვიზიტორებს სასიამოვნო და სასარგებლო გამოცდილება შეუქმნათ.
კარგი ვებსაიტი მობილურ მოწყობილობებზეა მორგებული და საპასუხო (Responsive) დიზაინს იყენებს, რათა მომხმარებელმა ნებისმიერი მოწყობილობიდან სასიამოვნო გამოცდილება მიიღოს. დიზაინი შეიძლება დესკტოპსა და სმარტფონზე განსხვავებულად ჩანდეს, თუმცა მთავარი მიზანია, რომ ვიზიტორმა საჭირო ინფორმაცია მარტივად მიიღოს.
გაზიარება
ანასტასია ბერიძე
UI/UX დიზაინერი. ქმნის თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ ინტერფეისებს.