მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

დეველოპმენტი·6 ივლისი, 2019·3 წთ
WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

ახალი საიტის შექმნა გსურთ და არჩევანის წინაშე დგახართ: WordPress თუ Joomla?

მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ის შესახებ უამრავ დადებით შეფასებას წააწყდებით და დარწმუნდებით, რომ ის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, ის არ არის ერთადერთი CMS, რომლის გამოყენებითაც ვებსაიტები იქმნება.

მოდით, მიმოვიხილოთ

WordPress vs. Joomla: რას გვეუბნება რიცხვები და სტატისტიკური მონაცემები

WordPress-იც და Joomla-ც ფართოდ გავრცელებული, უფასო პლატფორმებია, რომლებიც 10 წელზე მეტია, რაც არსებობს.

wordpress-1

WordPress – 2003 წელს, თავდაპირველად, ბლოგინგ პლატფორმად შეიქმნა. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და მრავალფუნქციურია. ინტერნეტში არსებული ვებსაიტების 34% სწორედ მასზე მოდის, ხოლო CMS პლატფორმებს შორის მისი წილი 60.8%-ია.

Joomla

Joomla – 2005 წელს შეიქმნა. ის ძალიან ჰგავს WordPress-ის ძველ ვერსიებს.

ინტერნეტში არსებული ვებსაიტების 3% Joomla-ზე მოდის, ხოლო CMS პლატფორმებს შორის მისი წილი 5.4%-ია – რიგით მეორე WordPress-ის შემდეგ.

პლატფორმების წილი

გრაფიკზე მოცემულია Google Trends-ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ამ ორი პლატფორმის პოპულარობას ასახავს 2004 წლიდან დღემდე. (წითელი ხაზი – Joomla, ლურჯი ხაზი – WordPress)

პოპულარობის გრაფიკი

აქ ნათლად ჩანს, რომ Joomla-ს პოპულარობა მცირდება, მაშინ, როცა WordPress-ი კვლავ ძალიან პოპულარულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ Joomla-ს თქვენთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს.

რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს თითოეულ მათგანს?

ინტერნეტში ძიებისას უამრავ ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტს, განხილვასა და შეფასებას წააწყდებით, რაც, თავის მხრივ, ხშირად დამაბნეველია. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ არგუმენტირებულ ანალიზს, თუ რომელი მათგანია უკეთესი, რომელი — უარესი და რატომ.

WordPress-ის უპირატესობები

  • მარტივი გამოსაყენებლად – WordPress-ი ერთ-ერთ ყველაზე მარტივ სისტემად მიიჩნევა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სიღრმისეული დეველოპერული ცოდნა არ აქვს.
  • ბლოგინგის უკეთესი ფუნქციონალი – WordPress-ს ბლოგ-პოსტებისა და დეტალური გვერდების ცალ-ცალკე შექმნის უკეთესი მექანიზმი აქვს, მაშინ, როცა Joomla-ში კონტენტი მხოლოდ ერთი ტიპისაა და მისი დაყოფა კატეგორიების მიხედვით ხდება.
  • მოქნილობა – WordPress-ს თემებისა და დანამატების უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს, რაც მზა გადაწყვეტილებების გამოყენებით სასურველი ამოცანის მარტივად შესრულების საშუალებას იძლევა.
  • მხარდაჭერა – რადგან WordPress-ი ყველაზე პოპულარულია, შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციის მოძიება ძალიან მარტივია.
  • ეკონომია – მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, თავისთავად, სასურველი გადაწყვეტილების მარტივად პოვნას ნიშნავს, რაც თქვენს დროსა და ფინანსებს ზოგავს.

Joomla-ს უპირატესობები

  • მომხმარებელთა მართვა – Joomla მომხმარებელთა კონტროლისა და მართვის უფრო დახვეწილ სისტემას გთავაზობთ.
  • არასტანდარტული კონტენტი – Joomla-ს კომპონენტები და მოდულები არასტანდარტული ტიპის კონტენტის შესაქმნელად მეტ მოქნილობას გაძლევთ.
  • მრავალენოვნება – Joomla-ს ძრავს თავიდანვე აქვს ჩაშენებული მრავალენოვანი მხარდაჭერა, მაშინ, როცა WordPress-ში ამისთვის ხშირად დამატებითი დანამატების გამოყენებაა საჭირო.
  • რამდენიმე შაბლონი – Joomla გაძლევთ საშუალებას, კონტენტის სხვადასხვა ნაწილისთვის სხვადასხვა შაბლონი გამოიყენოთ. WordPress-ი, ძირითადად, ერთ მთავარ დიზაინს ეყრდნობა, სხვა დანარჩენისთვის კი, როგორც წესი, დამატებითი ჩარევაა საჭირო.

ბიბლიოთეკები

WordPress-ისთვის შექმნილია 54 000-ზე მეტი უფასო დანამატი (plugin) და 5 000-ზე მეტი უფასო თემა (design).

ამას გარდა, არსებობს ათასობით ფასიანი (პრემიუმ) თემა და დანამატიც.

Joomla-სთვის დაახლოებით 8 000-მდე მზა დიზაინი არსებობს. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური პლატფორმა, სადაც Joomla-ს დიზაინებია თავმოყრილი, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, მათი მოძიება ინტერნეტში დამოუკიდებლად მოგიწევთ.

უსაფრთხოება

Sucuri’s Hacked Website Report – 2016/Q3-ის მონაცემებით, Sucuri-ს მიერ აღრიცხულ გატეხილ საიტებს შორის WordPress-ის წილმა 74% შეადგინა, რაც 25%-ით აღემატებოდა მის მაშინდელ საბაზრო წილს (58.9%).

ამავე ანგარიშის მიხედვით, გატეხილ საიტებს შორის Joomla-ს წილი 17% იყო, რაც დაახლოებით 132%-ით აღემატებოდა მის მაშინდელ საბაზრო წილს (7.3%).

გატეხილები

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კატასტროფულ მონაცემებად მოგეჩვენოთ.

თუმცა, საიტების გატეხვის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი გამოწვეულია არასწორი დეველოპმენტით, მოძველებული და განუახლებელი მოდულებით, ასევე არალიცენზირებული მასალების გამოყენებით.

ამას მოწმობს ისიც, რომ გატეხვის მომენტისთვის Joomla-ს საიტების 84% განუახლებელი იყო, WordPress-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 61%-ს შეადგენდა.

შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თავად პლატფორმები საკმაოდ საიმედოა. არასაიმედო კი განუახლებელი და მოუწესრიგებელი პროექტებია.

joomla-vs-wordpress-8

შესაძლოა, ბევრისთვის სტატისტიკური მონაცემები სასარგებლო ინფორმაცია იყოს, თუმცა საიტის შექმნისას გადამწყვეტია ის, თუ რა ტიპის პროექტის შექმნა გსურთ.

რომელი პლატფორმა უფრო შეეფერება თქვენს ამოცანას, რომელთან მუშაობაა უფრო კომფორტული და, რაც მთავარია, რომელი იცით უკეთ.

ასევე იხილეთ: Divi – გათამაშება და ფასდაკლება შავ პარასკევზე

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.