რა არის Facebook Pixel და როგორ გამოვიყენოთ ის

ტერმინი Facebook Pixel ბევრისთვის დამაბნეველია და ერთი შეხედვით, რაღაც რთული ტექნოლოგიის ასოციაციას იწვევს.
ამ პოსტში მოკლედ განვიხილავთ, თუ რა არის ის და როგორ ხდება მისი ინტეგრაცია საიტზე.
და მაინც, რა არის Facebook Pixel?
ეს Facebook-ის ერთ-ერთი მთავარი ანალიტიკური ხელსაწყოა, დაახლოებით ისეთივე, როგორიც Google Analytics — Google-ისთვის. პიქსელი მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაში გეხმარებათ, რაც, თავის მხრივ, სარეკლამო კამპანიებს უფრო წარმატებულს ხდის.
საიტზე სპეციალური კოდის დამატების შემდეგ ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ:
- აკონტროლოთ კონვერტაციის მაჩვენებელი თქვენი Facebook-ის სარეკლამო კამპანიებიდან. მაგალითად, გაიგოთ, რამდენი ადამიანი აკეთებს შენაძენს Facebook რეკლამაზე დაკლიკების შემდეგ.
- შექმნათ მიზნობრივი აუდიტორია Facebook-ის რეკლამებისთვის, მათ შორის, თქვენი საიტის ვიზიტორებისგან.
- მოახდინოთ თქვენი სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგალითად, ავტომატური ბიდინგის დაყენებით იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, თქვენს საიტზე შენაძენს გააკეთებს.
- და ა.შ… ეს მძლავრი და მრავალფუნქციური ინსტრუმენტია — თანაც, სრულიად უფასო!
როგორ ხდება პიქსელის დაყენება საიტზე
ნაბიჯი პირველი – Facebook Pixel-ის შექმნა
თქვენი Pixel-ის შესაქმნელად, Facebook Events Manager-ში გადადით Pixels განყოფილებაში (ამ ბმულზე). შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Create a Pixel.

ნაბიჯი 2: Tracking Code-ის აღება
პიქსელის შექმნის შემდეგ იპოვეთ ღილაკი Set up Pixel, გამოსულ ჩამონათვალში კი აირჩიეთ “Manually Install the Code Yourself” (ამ ბმულზე).

ამის შემდეგ ეკრანზე გამოჩენილი კოდი დააკოპირეთ და შეინახეთ.

ნაბიჯი 3: კოდის დამატება საიტზე
ბოლო ეტაპზე, დაკოპირებული კოდი უნდა ჩასვათ </head> ტეგის ზემოთ, ანუ მის დახურვამდე.

Facebook Pixel-ი თქვენს საიტზე ინტეგრირებულია – გილოცავთ! თუმცა, არ იფიქროთ, რომ ამით ყველაფერი სრულდება. მომდევნო სტატიებში განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ საჭირო Event-ები და მოვახდინოთ მათი ინტეგრაცია საიტის კონტენტში.
ასევე ნახეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.