მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

SEO·28 აპრილი, 2018·2 წთ
ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

ფოტოების ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია Google-ის სურათების ძიებაში დასაწინაურებლად, რაც დამატებით ტრაფიკს მოგვიზიდავს.

შესაძლოა, ბევრისგან გსმენიათ, რომ სურათებიდან შემოსული ტრაფიკი უხარისხო და უსარგებლოა და, შესაბამისად, ძალიან ცუდად კონვერტირდება.

ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ვიზიარებ, რადგან, პირადი გამოცდილებით, სურათებიდან შემოსული ტრაფიკი მართლაც დაბალი ხარისხის აღმოჩნდა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროდუქტების შეძენასა და რეკლამებზე დაკლიკებას რომ თავი დავანებოთ, მომხმარებლებს საიტზე გაჩერებაც კი არ სურდათ.

თუმცა, თუ დავფიქრდებით, სურათების ძიებაშიც არსებობს ზოგადი და მიზნობრივი ტრაფიკი. შესაბამისად, მიზნობრივი ტრაფიკი, წესით, საკმაოდ ხარისხიანი უნდა იყოს.

ფოტოების ოპტიმიზაცია: მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

იმის გათვალისწინებით, რომ სურათების ოპტიმიზაციას დიდი დრო არ სჭირდება, მის გამართვას აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სურათი მცირე ზომის (რამდენიმე ასეული კილობაიტი) იყოს, რათა საიტის ჩატვირთვის სიჩქარე არ შემცირდეს და ზოგად ოპტიმიზაციას ხელი არ შეეშალოს.

ახლა კი გადავიდეთ შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებზე.

განვიხილოთ უნიკალური სურათების საკითხი.

ბევრი მიიჩნევს, რომ სურათის დასაწინაურებლად აუცილებელია უნიკალური ფოტოს გამოყენება.

რაც დიდი შეცდომაა.

ყველაზე მარტივი სტრატეგია, რომელიც გამომიყენებია, ასეთია:

კონკრეტულ ქივორდებზე ვეძებ მოწინავე პოზიციებზე დაწინაურებულ სურათებს. ვირჩევ #1 ადგილზე მყოფს და, თუ ის სათანადოდ ოპტიმიზებული არ არის, ვაუმჯობესებ და ჩემს საიტზე ვტვირთავ.

ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი.

სურათის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებიდან მეტი ტრაფიკის მისაღებად

არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ სურათის დაწინაურება გვსურს.

ამიტომ, განვიხილოთ თითოეული მათგანი, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ დაწინაურების შანსი.

ოპტიმიზაციის პირველი ფაქტორი: სურათის ფაილის სახელი

მაგალითად, გვაქვს სურათი, რომელიც ლინკ ბილდინგს ეხება. რატომ უნდა ერქვას ფაილს 214817821.jpg, როცა შეგვიძლია ოპტიმიზებული სახელი, მაგალითად, link-building.jpg (აუცილებლად დეფისით) დავარქვათ?

ხოლო თუ thumbnail-ი გვჭირდება, შეგვიძლია დავარქვათ link-building-tb.jpg.

მარტივად რომ ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ Google-ს ჩვენი კონტენტის გააზრებაში.

ოპტიმიზაციის მეორე ფაქტორი: Alt ატრიბუტი

ყველამ ვიცით, რომ Alt ატრიბუტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი მარკეტერი მას არასწორად იყენებს.

პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რა არის Alt ატრიბუტის მთავარი დანიშნულება.

Alt ატრიბუტი მაშინ ჩნდება, როცა მომხმარებლის ბრაუზერში სურათი არ იტვირთება და მის ნაცვლად ტექსტი გამოდის, რათა მომხმარებელი მიხვდეს, რას ასახავდა სურათი.

რაც შეეხება სიმბოლოების რაოდენობას, სასურველია, 125-ს არ გადააჭარბოთ. უმჯობესია, სურათი რამდენიმე სიტყვით აღწეროთ და არა მაქსიმალური რაოდენობის სიმბოლოების გამოყენებას დაისახოთ მიზნად.

ოპტიმიზაციის მესამე ფაქტორი: სურათის აღწერა

სურათის აღწერაზე მარკეტერები იშვიათად საუბრობენ, რადგან მიიჩნევა, რომ მას SEO-ზე გავლენა არ აქვს. თუმცა, უმჯობესია, თუ ამ ველს მაინც შეავსებთ და სურათს რამდენიმე სიტყვით აღწერთ.

მაგალითად, თუ ლინკ ბილდინგის სურათზე გამოსახულია ბექლინკი წარწერით, „ოფ-ფეიჯ სეო ფაქტორი“, შეგვიძლია აღწერაში მივუთითოთ: „სურათზე ასახულია ოფ-ფეიჯ სეოს მნიშვნელოვანი ნაწილი — ლინკ ბილდინგი“.

მარკეტერების მოსაზრება სურათების დაწინაურებაზე

ბევრი მარკეტერი თვლის, რომ, მაგალითად, თუ სურათი Pinterest-ის დაფიდან არის, მისი დაწინაურების შანსი უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ სურათისა, რომელიც კონტენტით დატვირთულ გვერდზეა განთავსებული.

ასევე იხილეთ:

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.