ეფექტური კონტენტი და მისი 5 თვისება

როცა საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება, პირველი რჩევა, რომელიც მინდა, მომხმარებელს გავუზიარო, შემდეგია:
არ გამოაქვეყნო უხარისხო კონტენტი
თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის თქმა არ კმარა, რომ მომხმარებელმა ეს იდეა ბოლომდე გაითავისოს.
ამას უფრო ვრცელი განმარტება სჭირდება, რათა მომხმარებელმა საფუძვლიანად გაიაზროს ფრაზის — „არ გამოაქვეყნო უხარისხო კონტენტი“ — არსი.
რა დაეხმარება დამწყებ კონტენტ მარკეტერებს მყარი საფუძვლის შექმნაში? რა შეიძლება გამოადგეთ იმ გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც წარმატებას მაინც ვერ აღწევენ?
არსებობს თუ არა რაიმე სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებს?
რა განაპირობებს ზოგიერთი კონტენტის წარმატებას?
ეფექტური კონტენტის 5 გამორჩეული თვისება
განვმარტოთ სისტემა, რომელიც ნებისმიერ მარკეტერს სწორ გზაზე დააყენებს:
სისტემა: ცოდნა + პიროვნული თვისებები = ეფექტური კონტენტი
1. ეფექტური კონტენტი მომხმარებელს საჭირო ინფორმაციას სთავაზობს
ეფექტური კონტენტის მთავარი წესი:
არ გაყიდო, ასწავლე
კონტენტი, რომელიც თავისთავად იყიდება (არ აქვს მნიშვნელობა, აფილიეტ მარკეტინგით ხარ დაკავებული თუ პრემიუმ კონტენტს ქმნი), არის ის, რომელიც საკუთარ სარგებლიანობას ამტკიცებს.
ეფექტური კონტენტი მომხმარებელს სწორედ იმ ინფორმაციას სთავაზობს, რომლის მიღებაც მას სურს.
ეს შეიძლება იყოს ფიტნესრჩევები, პროდუქტის მიმოხილვები ან კარიერული რჩევები.
კონკრეტულ კითხვას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ კონტენტი მას ნათლად სცემდეს პასუხს.
2. ეფექტურ კონტენტს საკუთარი ხასიათი აქვს
მიზნად დაისახე ისეთი კონტენტის შექმნა, რომელსაც ინდივიდუალური სტილი ექნება, მკითხველზე იქნება მორგებული და მას ერთდროულად გაართობს და ასწავლის.
კონტენტის გაცოცხლება საკმაოდ რთული, თუმცა ძალიან მომგებიანია — როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით.
3. ეფექტურ კონტენტს მიმზიდველი სათაური აქვს
გაკვეთილი #1:
თუ ხარისხიანი კონტენტის შექმნაში დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავ, გთხოვ, მისი პოტენციალი უინტერესო სათაურით არ დამარხო
კარგი სათაური ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, იზიდავს მეტ ლინკს, ხელს უწყობს სოციალურ ქსელებში გაზიარებას და გმატებთ მკითხველებსა და კლიენტებს.
დაუთმე დრო ეფექტური სათაურების შექმნას. ვერ წარმოიდგენ, რამდენად ეფექტურია.
4. ეფექტური კონტენტი SEO-ს არასდროს უგულებელყოფს
კონტენტი, რომელიც სასარგებლო ინფორმაციითაა სავსე და მომხმარებელზეა მორგებული, აუცილებლად უნდა იყოს SEO ოპტიმიზებულიც.
კონტენტის #1 პრიორიტეტი ერთდროულად ადამიანიც არის და საძიებო სისტემაც.
5. ეფექტური კონტენტისთვის მკითხველი ყოველთვის პირველ ადგილზეა
კონტენტ მარკეტინგის ყველა წესი ერთ მთავარ პრინციპამდე დადის:
პირველ რიგში, იზრუნე მკითხველზე
ოღონდ ეს არასწორად არ გაიგოთ.
ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესსა და კონტენტს მიზნები არ უნდა ჰქონდეს. კონტენტი, რომელიც, საკუთარი მიზნების გარდა, მომხმარებლის დაკმაყოფილებაზეც ზრუნავს, ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა.
ასევე იხილეთ: Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.