კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

მოკლედ განვიხილოთ, რა არის კონტენტის ოპტიმიზაცია და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის გამოქვეყნებამდე.
ხშირად, მაშინაც კი, როდესაც კონტენტის შინაარსი ერთი შეხედვით სრულიად გამართულია, საძიებო სისტემები მას მაინც ვერ პოულობენ.
სანამ ნამუშევარს გამოაქვეყნებთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც საძიებო სისტემებთან უკეთესი ინტეგრაციისთვისაა საჭირო.
გაეცანით იმ ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც საძიებო სისტემებისთვის კონტენტის ოპტიმიზაციისთვისაა საჭირო.
შეხედეთ კონტენტს მომხმარებლის თვალით
ზოგჯერ ავტორი იმაზე ფიქრობს, თუ როგორ განათავსოს კონტენტი ისე, რომ მასში რაც შეიძლება მეტი საკვანძო სიტყვა, ლინკი და სხვა ელემენტი მოხვდეს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. შექმენით კონტენტი ისე, რომ ის მომხმარებლისთვის ადვილად წასაკითხი იყოს. ნაწერი ლოგიკური და შინაარსიანი უნდა იყოს.
შექმენით ადვილად წასაკითხი კონტენტი
კონტენტის შექმნისას, პირველ რიგში, მომხმარებელზე იფიქრეთ. გარდა შინაარსისა, ტექსტი ადვილად წასაკითხიც უნდა იყოს. ნუ ეცდებით მის ხელოვნურად გადაწყობას მხოლოდ SEO პარამეტრების დასაკმაყოფილებლად.
- ტექსტი აბზაცებად სწორად დაყავით
- მოერიდეთ ძალიან გრძელ, უწყვეტ წინადადებებს
- ერთი და იგივე საკვანძო სიტყვა ბევრჯერ არ გაიმეოროთ — კონტენტი მრავალფეროვანი უნდა იყოს.
- გამოიყენეთ მედიაელემენტები (ფოტო, ვიდეო)
- პრიორიტეტული ნაწილების გამოსაყოფად გამოიყენეთ H1, H2, H3 სათაურის ტეგები
- გამოიყენეთ ლოგიკურად დაკავშირებული შიდა და გარე ბმულები
ყურადღება მიაქციეთ კონტენტის მოცულობასა და აღქმადობას
გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ტიპის ჩანაწერი ზომიერი უნდა იყოს. არც ზედმეტად მოკლე და არც უსაშველოდ გრძელი ტექსტები არ არის კარგი. ეს კონტენტის ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
არსებობს რეკომენდებული სტანდარტები, რომლებიც კონტენტის მოცულობას, სიტყვების რაოდენობასა და სხვა დეტალებს განსაზღვრავს.
- გასართობი შინაარსის ბლოგები – 1500 -2000 სიტყვა
- მცირე ზომის ბლოგები – 700-900 სიტყვა
- საინფორმაციო ბლოგები – 100-1500 სიტყვა
- აღწერები და მიმოხილვები – 200-2500 სიტყვა
ეს მოცულობები, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა ამ ფარგლებში ტექსტის შექმნა რეკომენდებული და აპრობირებული მეთოდია.
დაამატეთ სოციალური მედიის ელემენტები
სოციალური მედია ერთ-ერთი უდიდესი პლატფორმაა, საიდანაც მომხმარებელი იღებს ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას — იქნება ეს ბმული, ფოტო, ვიდეო თუ სხვა. ამიტომ თქვენს კონტენტში სოციალური მედიის ელემენტები აუცილებლად ჩართეთ. გამოიყენეთ თემატური ბმულები — როგორც თქვენი პირადი გვერდებისა და პროფილების, ისე სხვა საინფორმაციო სტატიების, ფოტოებისა თუ ვიდეოების.
და ბოლოს…
თვალი ადევნეთ სხვადასხვა პორტალსა და სისტემას, გამოიწერეთ მათი სიახლეები, რათა მუდმივად მიიღოთ ინფორმაცია განახლებებისა და ცვლილებების შესახებ. საძიებო სისტემების ალგორითმები ხშირად იცვლება, რის გამოც იცვლება ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული ბევრი დეტალიც.
მუდმივად ეცნობოდეთ ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც საკვანძო სიტყვების (keywords), მედიაფაილებისა და სხვა ელემენტების განთავსებას ეხება.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.