ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

ვებსაიტის შექმნა... Google-ში წერთ საძიებო ფრაზებს, როგორიცაა: „როგორ შევქმნა ბლოგი“, „რა არის ბლოგი“ და „როგორ გავხდე ბლოგერი“, კითხულობთ სტატიებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტ პასუხს ხშირად ვერსად პოულობთ.
ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვაქვეყნოთ დეტალური ინსტრუქცია, რომელიც ხარისხიანი ბლოგის შექმნაში დაგეხმარებათ.
სანამ დეტალების განხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ სამი ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:
იმისთვის, რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა გაგვიმარტივდეს, უმჯობესია, WordPress-ი ავირჩიოთ.
რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი
პირველ რიგში, ჩნდება ლოგიკური კითხვა: „რატომ მაინცდამაინც WordPress-ი?“ სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ის სხვა პლატფორმებს?
- მარტივია გამოსაყენებლად
- აქვს უამრავი უფასო ფლაგინი
- აქვს უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინი
- დაცულია
- იდეალურია ბლოგისთვის
უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?
რეგულარულად განახლებადი საიტი, რომელსაც ერთი ან რამდენიმე ადამიანი მართავს. ბლოგისთვის, როგორც წესი, არაფორმალური წერის სტილია დამახასიათებელი.
როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?
ახლა კი გადავიდეთ საქმეზე და განვიხილოთ, როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.
შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ ბლოგი, რომელსაც ამ ინსტრუქციით შექმნით, უფასო იქნება, დომენი კი ასეთი სახის ექნება: „saiti.wordpress.com“.
თუ პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა გსურთ .ge, .com, .net ან .org დომენზე, გირჩევთ, გაეცნოთ შემდეგ სტატიებს:
სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო ვებსაიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.
პირველ რიგში, უნდა შევიდეთ WordPress-ის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:
შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია — ვაჭერთ „Create Website“ ღილაკს, რის შემდეგაც ახალ გვერდზე გადავალთ.
შემდეგ ეტაპზე უნდა შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება.
სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა, თუ ამ ეტაპზე არჩევანის გაკეთება გიჭირთ, შეგიძლიათ პირდაპირ „SKIP FOR NOW“-ს დააჭიროთ.
შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ნუ იფიქრებთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გეძლევათ.
ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.
მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან ბლოგის სახელის შერჩევა გვიწევს.
დიზაინისგან განსხვავებით, სახელს, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ, ვეღარ შევცვლით. სხვა სიტყვებით, ეს არჩევანი საბოლოოა (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მის შესაცვლელად ახალი ბლოგის შექმნა მოგვიწევს).
ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს დიდი ყურადღება დავუთმოთ. ამასთან, შესაძლოა, სახელი, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს, უკვე დაკავებული იყოს.
თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ „ბლოგის სახელის გენერატორი“. ეს ხელსაწყო კრეატიული ვარიანტების მოფიქრებაში დაგეხმარებათ.
როცა ბლოგის სახელს შევარჩევთ (მე, მაგალითად, ავირჩევ warmatebablog.wordpress.com-ს), შეგვიძლია, შემდეგ ნაბიჯზე გადავიდეთ.
ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ ღილაკს — „Select Free Plan“.
ჩვენი ბლოგი თითქმის მზადაა. დაგვრჩა ბოლო ეტაპი — რეგისტრაცია. ეს უმარტივესი პროცესია: უბრალოდ შეგვყავს ჩვენი ელფოსტა, მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ვაჭერთ „Create Account“-ს და ანგარიშის გასააქტიურებლად მითითებულ ელფოსტაზე გადავდივართ.
მორჩა!
ჩვენი ბლოგი მზადაა და შეგიძლიათ, პირველი სტატიების გამოქვეყნებას შეუდგეთ.
თუ ბლოგის ვიზუალური მხარის შეცვლა გსურთ, სამართავ პანელში შედით „My Site“ განყოფილებაში, სადაც იპოვით ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „Settings“, „Plugins“ და „Themes“.
როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?
ბლოგის წარმატების გასაღები კონტენტია.
უმნიშვნელოვანესია წერის სტილი, რომლითაც მკითხველს ადვილად დავაინტერესებთ და მოკლე დროში ჩვენს ერთგულ აუდიტორიად ვაქცევთ.
რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ არის, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა ბევრს არ გამოსდის.
რა ვქნა, თუ წერა არ გამომდის?
საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს. ჩვენს საიტზე გვაქვს კატეგორია — „კონტენტ მარკეტინგი“, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც წერის უნარების დახვეწაში დაგეხმარებათ.
სწორი მიმართულებისთვის, თავდაპირველად, გაეცანით შემდეგ სტატიებს:
სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას სჭირდება. კითხვაზე: „რა დამიჯდება ეს, თუ ჩემით ვერ ვქმნი?“ — პასუხს შესაბამის სტატიაში იპოვით.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენი საიტის სხვა კატეგორიებსაც, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს.
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.
