ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტის ინტერნეტი დასაპოსტად გამოიყენა

რამდენიმე საათის წინ, ილონ მასკმა Starlink-ის ინტერნეტი Twitter-ზე დასატვიტად გამოიყენა. Starlink არის პროექტი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად ილონ მასკის კომპანიამ დაგეგმილი 30 000-დან კოსმოსში ჯერ მხოლოდ 60 თანამგზავრი გაუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებლის ტვიტიდან ჩანს, ტექნოლოგია მუშაობს.
რაც შეეხება Starlink-ის ინტერნეტს, მისი გამოყენება თავდაპირველად, სავარაუდოდ, აშშ-ში იქნება შესაძლებელი, მომდევნო წლიდან კი — კანადაშიც.
Sending this tweet through space via Starlink satellite 🛰
— Elon Musk (@elonmusk) October 22, 2019
Starlink-ის პროექტი ბევრ ადამიანში იწვევდა სკეპტიციზმს. მით უმეტეს არ ემხრობიან მას ასტრონომები, რომლებიც, პროექტის შედეგად, ღამის ცის ხილვადობის გაუარესებაზე საუბრობენ.

წყარო: marketer.ge
ასევე იხილეთ:
რჩევები Facebook-ზე ბიზნესის განვითარებისთვის
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.