მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

დეველოპმენტი·28 აპრილი, 2018·2 წთ
როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

დღეს ხშირად ისმება კითხვა, რომელი ჰოსტინგია უკეთესი, რატომ და, ზოგადად, რა კრიტერიუმებით უნდა შევარჩიოთ. ამიტომ, ამ სტატიაში ჰოსტინგების მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ. 

პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ფასიანთან ერთად უფასო ვებ-სივრცესაც გვთავაზობენ. თუ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობთ და თქვენთვის საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება მნიშვნელოვანია, გირჩევთ, უფასო ჰოსტინგი არ გამოიყენოთ. ფასიანთან შედარებით, ის არასტაბილურია და შესაძლოა, დროებით გაითიშოს. როდესაც საძიებო ბოტები თქვენს საიტს ამოწმებენ, მათ მიუწვდომელი გვერდი ხვდებათ და მას გაფუჭებულ ლინკად თვლიან. შედეგად, თქვენი პოზიციები საძიებო სისტემებში უარესდება ან საიტი ძიებიდან საერთოდ ქრება. მსგავსი პრობლემები ხშირად ქართულ ჰოსტინგ-კომპანიებსაც ექმნებათ, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა უწყდებათ, რის გამოც საიტი საძიებო სისტემებში პოზიციებს კარგავს. გამოსავალი ერთია — უცხოური და სანდო კომპანია, რომელთაგან მსოფლიოში წამყვანი პოზიციები ჰოსტგატორს უკავია. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი გავეცნოთ, რა მახასიათებლებით უნდა შევარჩიოთ ჰოსტინგი.

როგორ შევარჩიოთ ჰოსტინგი:

ჰოსტინგის შერჩევისას, სასურველია, მას ჰქონდეს:

Uptime – ანუ რამდენად სტაბილურია ჰოსტინგი (რაც მაღალია Uptime, მით იშვიათად ხდება გათიშვები და საიტის მიუწვდომლობა).

ტრაფიკი (Bandwidth) – ტრაფიკის ნებადართული მოცულობა. ტრაფიკი იხარჯება ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა გვერდის გახსნა, ფაილის გადმოწერა და სხვა. რაც მეტია Bandwidth, მით უკეთესი.

ვებ-სივრცე (Web Space) – ეს არის თქვენი დისკური სივრცე სერვერზე. მისი მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის საიტის გაშვებას აპირებთ.

და ა.შ.

MySQL ბაზების მხარდაჭერა –  სასურველია, მათი რაოდენობა იყოს რაც შეიძლება მეტი, ან ულიმიტო.

Addon Domains – დამატებითი დომენების გამოყენების შესაძლებლობა. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ერთ ჰოსტინგ-ანგარიშზე რამდენიმე ვებსაიტი განათავსოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი ახალი საიტისთვის ცალკე ჰოსტინგის შეძენა მოგიწევთ.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.