სოციალური ქსელი Google+ დაიხურა

Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი დახურა
საძიებო გიგანტმა Google-მა 2011 წელს გაშვებული სოციალური ქსელი დღეს დილით დახურა. ეს კომპანიის მიერ სოციალური ქსელის შექმნის პირველი წარუმატებელი მცდელობა იყო. ამის შესახებ BBС წერს.
კომპანიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სოციალური ქსელის დაბალი პოპულარობის გამო მიიღეს. ცნობილია, რომ ერთი მომხმარებლის სესია საშუალოდ 5 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდებოდა. სოციალური ქსელის დახურვაში დიდი როლი 2018 წლის კიბერშეტევამაც ითამაშა, რომლის დროსაც 52.5 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები გასაჯაროვდა. სოციალური ქსელის დახურვის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი.
მაშინ, როცა სხვა ტექნოლოგიური გიგანტები სერვისების გაფართოებას ცდილობენ (მაგალითად, Apple), აღიარებს თუ არა Google სოციალური ქსელის დახურვით საკუთარ წარუმატებლობას? თუ ეს კომპანიის მოსალოდნელ, საინტერესო სიახლეებზე მიგვანიშნებს?
ასევე იხილეთ:
- Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი
- ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook-ის ახალი პოლიტიკა
- Facebook გვერდის ვერიფიკაცია
წყარო: marketer.ge
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.