ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

Facebook-ზე თქვენს ბიზნეს გვერდებს ყალბი „ლაიქები“ აკლდება. დიახ, Facebook-მა სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელით „განლაიქება“, ჯერ კარგად დაგეგმა, ახლა კი სისრულეში მოჰყავს.
Facebook Deleted Fake Account
მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი დანაკარგი TEXAS HOLDEM POKER-მა განიცადა — 96 ათასი „ლაიქერი“ დაკარგა. ამავე სიაში არიან Rihanna, შაკირა, Lady Gaga და სხვები.
როგორც ცნობილია, „განლაიქების“ ოპერაციას Facebook-ის უსაფრთხოების ახალი სისტემა ახორციელებს, თუმცა, ალბათ, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ამას ვინმე ხელით გააკეთებდა. სწორედ ამ გზით აუქმებს Facebook-ი საეჭვო აპლიკაციებით დაგროვებულ „ლაიქებს“.
საინტერესოა, რამდენად „მტკივნეული“ იქნება ეს პროცესი ქართული გვერდებისთვის. ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენთან „ლაიქების“ უმეტესობა სწორედ მსგავსი თამაშ-აპლიკაციებითაა დაგროვებული. ახლა კი გასარკვევია, რას ჩათვლის Facebook-ი ყალბად და რას — ნამდვილად. გთავაზობთ Leavingstone-ის მონაცემებს, რომლებიც ეტაპობრივად შეიცვლება.

ასევე იხილეთ: სოციალური ქსელი Google+ დაიხურა
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.