მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

SEO·8 მარტი, 2019·1 წთ
ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

საიტის კონტენტში ფოტოების გამოყენება მას მიმზიდველს ხდის. მომხმარებელი უფრო დიდი ინტერესით კითხულობს ფოტოებით მდიდარ გვერდს, ვიდრე მხოლოდ ტექსტს.

ასევე გახსოვდეთ, რომ კარგი alt tag-ით საძიებო სისტემებს უკეთეს სიგნალს უგზავნით თქვენი საიტის სწორად აღქმისა და ინდექსაციისთვის.

ტერმინი „alt tag“ ფოტოს ტექსტური აღწერის აღსანიშნავად გამოიყენება. Alt ტექსტი უნდა აღწერდეს, თუ რა არის ფოტოზე. ამ ტექსტს კითხულობენ საძიებო სისტემის ბოტები და ეკრანის წამკითხველები, რითაც საძიებო სისტემას თქვენი სურათის შინაარსის გაგებაში ეხმარებით.

რა არის Alt tag?

photo alt tag

ეს არის HTML ჩანაწერი, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

<img src=“image.jpg” alt=“image description” title=“image tooltip”>

გარდა SEO ოპტიმიზაციისა, ეს ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ფოტოს შესახებ ინფორმაციის მიღებაში ეხმარება.

Alt tag როგორც SEO ფაქტორი

Google-ის სტატიაში განმარტებულია, რომ ამ ტეგის გამოყენება საიტის გვერდებს საძიებო სისტემისთვის უფრო პრიორიტეტულს ხდის. რადგან ეს სრულყოფილად მიწოდებულ ინფორმაციად ჩაითვლება — ფოტოს შესახებ ინფორმაციას აწვდით არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მისი ტექსტუალური აღწერითაც, რომელიც შეიძლება თქვენი საიტის საკვანძო სიტყვებს (იხილეთ საკვანძო სიტყვების — keywords-ის მნიშვნელობა) შეიცავდეს.

ტეგის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ სიტყვების სწორად განაწილებაზე. ნუ გამოიყენებთ მხოლოდ საკვანძო სიტყვებს, არამედ ისეთებიც, რომლებიც ფოტოს ვიზუალს შეესაბამება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ტეგები შეიძლება სპამად ჩაითვალოს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ფოტოს ფაილის სახელიც მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს მის შინაარსს.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.