მთავარ კონტენტზე გადასვლა
SAMSIANI.
ბლოგი

SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

SEO·3 აპრილი, 2020·2 წთ
SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

თუ თქვენი საიტისთვის კარგი, ხარისხიანი SEO ოპტიმიზაციის გაკეთება გადაწყვიტეთ, ეს შესანიშნავია. ეს არის მოკლე SEO ტუტორიალი, სადაც განვიხილავთ იმ ძირითად ნაბიჯებსა და სტრატეგიებს, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს თქვენი საიტის SEO-ს ეფექტიანობას.

რით დავიწყოთ?

seo-dawyeba

თუ ეს სფერო თქვენთვის ახალია, ბუნებრივია, რომ გიჩნდებათ კითხვები: როგორ გავზარდოთ საიტის ცნობადობა? რას მივაქციოთ ყურადღება? როგორ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი მომხმარებლამდე? SEO — კომპლექსური და ძალიან ფაქიზი სფეროა, რომელიც მუდმივ მუშაობასა და კვლევას მოითხოვს.

ყოველთვის უნდა ეცნობოდეთ ახალ ინფორმაციასა და განახლებებს, ითვალისწინებდეთ წამყვანი პლატფორმების რეკომენდაციებს, იკვლევდეთ და აანალიზებდეთ კონკურენტებს.

აცნობეთ Google-ს თქვენი არსებობის შესახებ

საძიებო სისტემა Google-მა უნდა იცოდეს თქვენი საიტის არსებობის შესახებ, რათა ის თავის უზარმაზარ ბაზაში — ინდექსში შეინახოს. გამოიყენეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომლებსაც Google გთავაზობთ: Search Console, Google Analytics. ააწყვეთ გარე ბმულების სტრუქტურა.

განსაზღვრეთ საძიებო ნიშა და აუდიტორია

gansazgvra

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია იმის ცოდნა, თუ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ვისთვის არის ჩვენი საიტი განკუთვნილი. შეხედეთ თქვენს ვებგვერდს მომხმარებლის თვალით, იფიქრეთ, როგორც პოტენციურმა იუზერმა. დაფიქრდით, რა საკვანძო სიტყვებით მოძებნიდით თქვენს საიტს. კონტენტის შექმნისას არასდროს გადაუხვიოთ საიტის ნიშას. გადმოეცით სათქმელი მარტივად და გასაგებად. მიაწოდეთ მომხმარებელს ზუსტი და სანდო ინფორმაცია — ამას საძიებო სისტემაც დაინახავს და დაგიფასებთ.

იყავით აქტუალური!

ganaxlebadi

წარმოიდგინეთ ვირტუალური პერსონაჟი (ბოტი), რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ვებსაიტს სტუმრობს და ამოწმებს. შემდეგ კი ამ ინფორმაციას სისტემას აწვდის. ეს არის ინფორმაცია ყველაფერ იმის შესახებ, რაც მან თქვენს საიტზე ნახა და წაიკითხა. შესაბამისად, ბოტი ყოველთვის ხვდება, რამდენად აქტიურია თქვენი საიტი, რამდენად ხშირად აქვეყნებთ ახალ მასალას. კონტენტის მიხედვით განისაზღვრება თქვენი საიტის ნიშა და საძიებო რანკინგი. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, საიტი იყოს „ცოცხალი“ — მუდმივად ქვეყნდებოდეს განახლებული კონტენტი. გაინტერესებთ, როგორ? — წერეთ თემატური ბლოგები, თუნდაც ისეთი, როგორიც ეს სტატიაა.

შექმენით შიდა ბმულების ქსელი

shida-linkebi

ეს არის პროცესი, რომელიც ზემოთ ნახსენებ ბოტს საქმეს „უადვილებს“. წარმოიდგინეთ, რომ საიტზე გაქვთ რამდენიმე, ერთი თემატიკის ბლოგპოსტი. თითოეულ მათგანს აუცილებლად ექნება ნაწილობრივი შინაარსობრივი თანხვედრა სხვებთან. დააკავშირეთ ეს პოსტები ერთმანეთთან შიდა ბმულებით. ამით დაეხმარებით საძიებო სისტემას, რომ თქვენი საიტი უფრო სწრაფად აღიქვას და მთელი კონტენტი ერთიან ბაზაში, შესაბამის ნიშაში მოათავსოს.

საბოლოო ჯამში, SEO ოპტიმიზაცია ბევრად კომპლექსური და რთული პროცესია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. საიტის რანკინგისთვის არ არსებობს სტანდარტული ფორმულა და გარანტიები. თუმცა, მუდმივი სწავლა და ძიება გაჩვენებთ გზას, თუ როგორ მიიტანოთ თქვენი კონტენტი მიზნობრივ აუდიტორიამდე. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაიცვათ ის წესები და პარამეტრები, რომლებიც დღეისათვის საძიებო სისტემების მიერაა დადგენილი.

გაზიარება

გს

გიორგი სამსიანი

ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.