WordPress საიტი – 3 მიზეზი რატომ უნდა ავირჩიოთ ის

თუ საიტის შექმნაზე ახლა იწყებთ ფიქრს, არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის იქნება ის, სახელები WordPress და WordPress საიტი აუცილებლად შეგხვდებათ.
სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ რატომ არის WordPress კარგი არჩევანი, მინდა გავაქარწყლო ყველა მცდარი წარმოდგენა, რომელიც მის გარშემო არსებობს.
უფრო ზუსტად, რა არის WordPress?
თავიდანვე დავაზუსტოთ, რომ საუბარი არ გვაქვს WordPress.com-ის პლატფორმაზე. ჩვენ განვიხილავთ კონტენტის მართვის სისტემას — WordPress-ს (მოკლედ CMS), რომელსაც, ისევე როგორც ჩვენ მიერ შექმნილ სხვა საიტებს, სჭირდება დეველოპმენტი და ჰოსტინგი.
WordPress-ის ძრავი ვებსაიტის შექმნისა და მართვის ძლიერი ინსტრუმენტია. მისი გამოყენება შეუძლიათ ბლოგებს, ბიზნეს და პერსონალურ საიტებს, ასევე ელექტრონული კომერციის მაღაზიებს.
ეს ძრავი ფაილების სახით არის გამოქვეყნებული ოფიციალურ საიტზე. შესაბამისად, მის გასაშვებად რაიმე დამატებითი მოწყობილობა ან პროგრამა არ გჭირდებათ. უბრალოდ იწერთ ფაილების ნაკრებს შემდგომი გამოყენებისთვის.
ახლა, როდესაც უკეთ გესმით, რა არის WordPress და რას აკეთებს, დროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ის ასეთი შესანიშნავი. წარმოგიდგენთ 3 მიზეზს, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმა თქვენი ვებსაიტისთვის.
საიმედოობა
პლატფორმის საიმედოობის შესაფასებლად საუკეთესო გზა იმის ნახვაა, თუ რამდენი ადამიანი იყენებს მას. Kinsta-ს ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, WordPress-ს CMS-ების ბაზრის უდიდესი წილი უკავია.

ვორდპრესი (ხანდახან ქართულადაც მოვიხსენიოთ) CMS ბაზრის 64%-ს ფლობს. სიაში მეორე ადგილზეა Joomla, რომლის მაჩვენებელიც ლიდერისას 14-ჯერ ჩამორჩება.
გარდა ამისა, მსოფლიოს ვებსაიტების 40% სწორედ ამ ძრავაზეა აწყობილი. ეს რიცხვები, რბილად რომ ვთქვათ, შთამბეჭდავია.
პლატფორმა სანდო რომ არ იყოს, მას ასე ფართოდ არ გამოიყენებდნენ. ისეთი ცნობილი ვებსაიტები, როგორებიცაა TechCrunch, The New Yorker, BBC America, Microsoft News Center, CNN და უამრავი სხვა, თვით თეთრი სახლიც კი – www.whitehouse.gov, WordPress-ს იყენებს.
ყოველთვიურად ამ ძრავაზე მომუშავე ვებსაიტებზე დაახლოებით 70 მილიონი ახალი პოსტი ქვეყნდება. ეს პოსტები, თავის მხრივ, იმავე პერიოდში დაახლოებით 77 მილიონ ახალ კომენტარს აგროვებს.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ვებსაიტების დაახლოებით მესამედი WordPress-ს იყენებს, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ: თუ ამ პლატფორმას აირჩევთ, თქვენი საიტიც საიმედო იქნება.
უსაფრთხოება
ზოგადად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პლატფორმაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად დაცული ხართ მავნე თავდასხმების, ჰაკერებისა და მავნე პროგრამებისგან. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, კონფიგურაცია და დეველოპმენტი, როგორც საიტზე, ისე სერვერზე (Hosting).

საბედნიეროდ, WordPress-ი საიტის უსაფრთხოების გაზრდას გიადვილებთ ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა, მაგალითად, საქაღალდეების პაროლით დაცვა.
WordPress-ის ვერსიის რეგულარული განახლება აღმოფხვრის ხარვეზებს და აგარიდებთ უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებს.
ასევე, თქვენი საიტისთვის SSL სერტიფიკატის გააქტიურებაც მარტივია. უმეტესწილად, მას პირდაპირ თქვენი ვებჰოსტინგის სერვისიდან მიიღებთ.
სისწრაფე
ნელი ვებსაიტი გამოუსადეგარია. WordPress-ის შემქმნელებმა ეს კარგად იციან, ამიტომ ძრავს აქვს კონკრეტული ფუნქციები და ინსტრუმენტები, რომლებიც თქვენი საიტის აჩქარებაში დაგეხმარებათ.

მაგალითად, შეგიძლიათ დააყენოთ მსუბუქი თემა, რომელიც არ დაამძიმებს კოდს, ან დაამატოთ მოდული სურათების ზომის შესამცირებლად.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ Gzip შეკუმშვის, მოწინავე ქეშირებისა და CSS/JS ფაილების მინიფიკაციის შესაძლებლობებით.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტების მსგავს მეთოდებს გამოიყენებთ, საგრძნობლად შეამცირებთ თქვენი ვებგვერდის ჩატვირთვის დროს. ეს, საბოლოო ჯამში, შეამცირებს ვიზიტორთა კარგვის მაჩვენებელს, გააუმჯობესებს მომხმარებლის ჩართულობას და გაზრდის კონვერსიებს თქვენს საიტზე.
ტენდენცია აჩვენებს, რომ WordPress საიტების — ანუ იმ საიტების, რომლებიც WordPress-ის ძრავს იყენებს — წილი დღითი დღე იზრდება. სავარაუდოა, რომ 2025 წლისთვის WordPress საიტები მსოფლიო ვების 80%-ზე მეტს მოიცავს.
სულ უფრო იზრდება იმ გუნდებისა და კომპანიების რიცხვი, რომლებიც მომხმარებელს სერვისის სახით WordPress საიტების დამზადებას სთავაზობენ. თუმცა, ამ ტიპის საიტის შექმნა საკმაო ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. მოიძიეთ რესურსები ინტერნეტში, იპოვეთ სანდო პარტნიორები. თუ დეველოპერულ გუნდს დაიქირავებთ, აუცილებლად გაეცანით მათ ნამუშევრებსა და პორტფოლიოს.
ასევე იხილეთ:
გაზიარება
გიორგი სამსიანი
ვებ დეველოპერი და დიზაინერი 10+ წლიანი გამოცდილებით. სამსიანის დამფუძნებელი.